საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ამ წუთებშიოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ.
მოსახლეობა არსებული ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა და ენმ-ს დეპუტატზე განხორციელებულ თავდასხმის ობიეატურ გამოძიებას ითხოვენ.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა:
"ჩვენ, ამ მოძალადე ქურდებს არ დავუთმობთ ქვეყანას. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის დავალების შემსრულებლები და ივანიშვილს არასდროს არაფერი არ უმარტავს კრიმინალის გარეშე.
აქ რა ხდება? დეპუტატი ჯერ სცემეს, მერე პროვოკაციის მოწყობას სთავაზობდნენ, იმათ გაცემინებთ, ვინც გცემაო. ახლა ამდენი პოლიციელი ჩაგვიყენეს წინ, ვითომ ჩვენ ვიყოთ კრიმინალები. ამ პოლიციელებსაც მინდა მივმართო-არაფერი არ ესაქმება "ოცნებასთან" იმათ, ვისაც ქვეყანა უყვარს"-განაცხადა ხაბეიშვილმა.
"ტყუილზე გადაიარა მათმმა არჩევნებმა. თითქოს სანდრა ორგანოებით ვაჭრობდა, თითქოს ჩვენ კაცის მკვლელები ვიყავით, რომ ბენზინის ფულებით ვმდიდრდებოდით, რომ ელექტროენერგიის გადასახადებით ვმდიდრდებოდით. ახლა ხომ ხედავთ რაც ხდება? რას აკეთებენ ეს გაქსუებულები? საკუთარი სიმდიდრის მეტი რამე აინტერესებთ? იმის ნაცვლად, რომ ელექტროენერგიის გადასახადები შეემცირებინა, ბიტკოინების გქარხნები აშენა და თქვენს ხარჯზე მდიდრდება. გადათხარა მთელი გურია და აჭარა. მთელი მსოფლიო გაოგნებულია ამის შემხედვარე. ზაზა სალარიძე ქუჩაში გამოსული შვილის მკვლელების დასჯას ითხოვდა და ის ხეებს თხრიდა"-აღნიშნა სიტყვით გამოსვლის დროს გია ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






