გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს
პოლიტიკა - 16:06, 22 Jun, 2018     964

ესტონეთის ქალაქ ტარტუში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს.

საქართველოს პრეზიდენტს და პირველ ლედის ესტონეთის პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა უმასპინძლეს. ქალაქ ტარტუში ექვსი ქვეყნის პრეზიდენტების დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც სახელმწიფოების მეთაურებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ მადლობა გადაუხადა კოლეგებს თანადგომისა და საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისთვის.

მისი განცხადებით, ტარტუში ესტონელ ხალხთან ერთად შეკრებილები არიან იმ ქვეყნის ლიდერები, რომლებსაც საერთო ღირებულებები აკავშირებთ. საქართველოზე საუბრისას კერსტი კალიულაიდიმ ხაზი გაუსვა ქართველი სტუდენტების გამორჩეულ საქმიანობას ტარტუს უნივერსიტეტში, რომელთა შორისაც პრეზიდენტმა დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი მამებიც მოიხსენია.

აღინიშნა, რომ 2018 წელი საქართველოსა და ესტონეთისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა, - ესტონეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველო კი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები ტარტუს ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას მიესალმნენ. დღესვე სახელმწიფო დელეგაციების ხელმძღვანელები ტარტუს უნივერსიტეტს, სამეცნიერო ცენტრს „აჰა" და ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42