ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის დედა, ნათია საყვარელიძე აცხადებს რომ მისი შვილი მსხვერპლია. აღნიშნული განცხადება საყვარელიძემ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიაზე გააკეთა:
„ლევან დადუნაშვილი, ჩემი შვილი არის მსხვერპლი, გინდა ბრმა მსხვერპლი დაარქვით და გინდა შემთხვევითი. რაც სკოლის შემდეგ, არც სკოლის წინ, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ამ გზით დადიოდა სახლში და ეტყოდა ჩვეულებრივ წამოვიდა სახლისკენ და შესულია შემთხვევით, ბოლო მომენტში. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ჩხუბში ლევანი ასე ბრმად არ შევიდოდა, ალბათ, ვინმე დაინახა ან ძმაკაცი, ან ნაცნობი.“- განაცხადა ნათია საყვარელიძემ.
საყვარელიძის თქმით, იმის გამო, რომ განცხადებებს არ აკეთებდა, საზოგადოებას დაავიწყდა, რომ ისიც დაზარალებული იყო:
„იმდენი ხანი გასტანა ჩემმა მდუმარებამ, მგონი, ბოლოს ყველას დაავიწყდა, რომ მეც დაზარალებული ვიყავი.“- განაცხადა ნათია საყვარელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






