რა ბედი ეწია 2 წლის გოგონას, რომელიც მსოფლიომ საზღვარზე გადაღებული ფოტოებით გაიცნო
ეს საინტერესოა - 14:46, 22 Jun, 2018     8927

რამდენიმე დღის წინ, აშშ-მექსიკის საზღვარზე გადაღებულმა ფოტომ მსოფლიო შეძრა.

საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას, აშშ-ის მესაზღვრეებმა 2 წლის ჰონდურასელი გოგონა დედასთან ერთად დააკავეს, დედას დააშორეს და დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.

ფოტო, სწორედ მაშინ არის გადაღებული, როდესაც სამართალდამცავება დედა წაიყვანეს და გოგონა მარტო დარჩა. აღნიშნული ფოტო Time-მაც გამოიყენა გარეკანზე წარწერით - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამერიკაში."

გოგონას მამა, დენის ხავიერ ვარელა, რომელიც გემის კაპიტანია, "დეილი მეილთან" დუმილს არღვევს და ამბობს, რომ პარაეა დე­დას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა თავშესაფარში და თავს კარგად გრძნობს.

მისი თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა აცნობეს, რომ ბავშვი უკვე დედასთანაა.

ვარელას თქმით, ის ცოლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, მაგრამ ცოლმა აშშ-ში ჩასვლა მაინც სცადა, სამუშაოს პოვნის მიზნით. როგორც გოგონას მამა ამბობს, დედამ შვილი ისე წაიყვანა, რომ ახლობლებისთვის არაფერი უთქვამს.

"როგორც მეგობრებმა მითხრეს, 6 000 დოლარი გადაუხადა ადამიანს, რომელიც საზღვარზე გადაყვანას დაჰპირდა. ვიცი, ეს მისთვის ძალიან რთული იქნებოდა" - ამბობს ვარელა.


2018 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე აშშ-ის სასაზღვრო სამსახურებმა ასობით მიგრანტის ოჯახები ერთმანეთს დააშორა, რომლებიც აშშ-ის საზღავრის გადაკვეთისას დააკავეს.

რამდენიმე დღის წინ მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ „ძნელია იმის ყურება, როგორ აშორებენ არალეგალ ბავშვებს მშობლებს და ოჯახებს“.

21 ივნისს კი დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს მიგრანტების ოჯახის წევრთა დაშორებას საზღვარზე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42