"მერაბიშვილის გაყვანის საქმეზე ინფორმაციას ფლობს სუბელიანი... მის ინტერესებს იცავდა პროკურატურა"- ზაზა სარალიძე
პოლიტიკა - 14:11, 22 Jun, 2018     1654
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, ნათელი იყო, რომ პროკურატურა სრულად ითვალისწინებდა მირზა სუბელიანის ინტერესებს.

სარალიძის თქმით, ამის მიზეზი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე სუბელიანის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო.

"რაღაც მუხლით მაინც არის დამნაშავე მირზა სუბელიანის შვილი, თუნდაც ხულიგნობა, თუნდაც ორგანიზატორობა. პლუს ამას მირზა სუბელიანის ცოლის დისშვილი ერთვება ამ საქმეში, რომელიც მკვლელია ჩემი შვილის, ამას ვერავინ გადამარწმუნებს უკვე დარწმუნებული ვარ.

მაქსიმალურად ეცადა მირზა სუბელიანი, რომ სხვა გზით წასულიყო ეს გამოძიება. რასაც პირდაპირ ადასტურებს ის ფაქტები, რომ ბატონი გიორგი გახარია როცა მიმტკიცებს დღეს, რომ ჩემი უწყება გამოიძიებსო, მისმა უწყებამ პირველად დაიწყო ამ საქმის გაყალბება. შემიძლია კომენტარი გავაკეთო ვანო მერაბიშვილის გაყვანის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელ ინფორმაციასაც ფლობს მირზა სუბელიანი.ფაქტია, რომ მირზა სუბელიანის ინტერესებს აბსოლუტურად იცავდა პროკურატურა და ითვალისწინებდა ყველაფერს"- თქვა სარალიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42