ზაზა სარალიძის თქმით, პრემიერთან და შს მინისტრთან შეხვედრის დროს მან დააფიქსირა ის პრეტენზიები, რაც გამოძიების მიმართ ქონდა. რაზეც შს მინისტრის პასუხი, იყო რომ ეს საქმე პროკურატურამ წაიღო. ზაზა სარალიძის თქმით, გიორგი გახარია ცდილობდა შეკიკთხვებისთვის თავი აერიდებინა.
„პროკურატურამ წაიღო ეს საქმე და ჩვენ კომპეტენტური აღარ ვიყავითო, როდესაც თავს იმართლებდა პრემიერთან, რაღაც თემაში ჩავეჭერი და თითის დაქნევა გამოუვიდა და ამაზე ძალიან გავნერვიულდი და პირდაპირ ვუთხარი, აქ მე ადამიანურად სალაპარაკოდ ვარ მოსული და არა იმიტომ რომ შენ უფროსი ხარ და მე უმცროსიო.
ფაქტია, რომ არ მოეწონა ეს ჩემი დასმული კითხვები, რაც ბატონ კვირიკაშვილს დავუსვი და რაზედაც კვირიკაშვილმა გამოთქვა მზაობა, რომ პირად კონტროლზე აიყვანდა ამ საქმეს და მიიყვანდნენ ამ გამოძიებას ბოლომდე.
გახარიას სურდა მაქსიმალურად აერიდებინა ის კითხვები, რა კითხვებიც დავსვი. პირდაპირ ვუთხარი, რომ ზუსტად იმ პიროვნებამ გასცა ფარდულის დანგრევის ბრძანება, რომლის სახელი და გავრიც დავასახელე და მკითხა ეს ადამიანი ვინააო. ქალაქის მკვლელობის განყოფილების უფროსის სახელი და გვარი არ იცის მინისტრმა, ვის დაქვემდებარებაშიც არის, გაუკვირდა ეს კაცი ვინააო.“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






