საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „მეღვინეობა ვაზიანმა“ სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:02, 22 Jun, 2018     1667
საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „მეღვინეობა ვაზიანი“ მსხვილ საინვესტიციო აგრო პროექტს განახორციელებს. კომპანიამ საქართველოს ბანკის მეშვეობით კახეთში ქინძმარაულის ზონაში სოფელ გრემსა და ენისელში 120 ჰექტრამდე ვენახი და სავენახე მიწები შეიძინა. ვენახებში ძირითადად გაშენებულია საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნები, ასევე ისეთი იშვიათი ყურძნის ჯიშები, როგორიცაა ქისი, ხიხვი, კრახუნა, ციცქა, უსახელოური, შარდონე და კახური მწვანე.

საქართველოს ბანკისა და „მეღვინეობა ვაზიანის” პარტნიორობამ კომპანიას მისცა საშუალება თავი დაეცვა ფინანსური რისკებისგან. საქართველოს ბანკიდან მიღებული ფინანსური მხარდაჭერით კომპანია საკუთარი ვენახებიდან 800 ტონაზე მეტი ყურძნის მიღებას გეგმავს. ამჟამად კი მიმდინარეობს სარწყავი სისტემების პროექტის დამუშავება. 2019 წლიდან დაგეგმილია 41 ჰექტარამდე საფერავის ჯიშის ყურძნის გაშენება სოფელ ენისელში.

„საკუთარ ვენახში მოწეული მოსავალი კომპანიას იცავს ფინანსური რისკებისაგან, რაც ყურძნის ფასის ცვალებადობას ახლავს თან და ამავდროულად, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების შესაძლებლობას იძლევა, რადგან მოვლის სრული ციკლის საფუძვლიანი ზედამხედველობა მოხდება.

ამ პროექტის შემდგომ კომპანია პრაქტიკულად აღარ იქნება დამოკიდებული საბაზრო ფასის ცვლილებებზე რთველის დროს, რაც ხშირ შემთხვევაში არაჯანსაღად აისახებოდა ღვინის სექტორში მოღვაწე კომპანიების კომერციულ საქმიანობაზე“,- განაცხადა „ვაზიანი კომპანის“ დირექტორმა, ნათია მეტრეველმა.

„მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ „მეღვინეობა ვაზიანის“ ღვინის ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ამ კონკრეტულ პროექტში ბანკის მხრიდან გაცემული დაფინანსების მოცულობა შეადგენდა 1.85 მლნ. აშშ დოლარს, რითიც მოხდება ვენახების შეძენა სოფელ ენისელსა და გრემში და იქ ვენახების გაშენება. ვფიქრობთ, აღნიშნული შენაძენი კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ალკოჰოლური სასმელების კომპანიებისთვის საკუთარი ვენახების ქონა ძალიან დიდი კონკურენტული უპირატესობის ტოლფასია. ეს უზრუნველყოფს სტაბილური ხარისხის და სტაბილური თვითღირებულების საბოლოო პროდუქტს (ღვინომასალას). „მეღვინეობა ვაზიანისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით გვინდოდა კიდევ უფრო მეტად შეგვეწყო ხელი კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42