„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:59, 22 Jun, 2018     1232

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ფონდის მენეჯმენტთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამრმომადგენლებთან ერთად, თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებული დროებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

„საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსებით 2018 წლის ივნისში კლინიკის ძირითად ნაწილს, კერძოდ, ბავშვთა რესპირატორულ-ვირუსული და ნაწლავური ინფექციების განყოფილებებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს ძალისხმევით კი, 2016 წლის მაისში გარემონტდა კლინიკური საავადმყოფოს ერთი კორპუსი, სადაც ბავშვთა ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებებია განთავსებული.

„ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში იყო უმძიმესი სანიტარული და სამუშაო პირობები. ზოგადად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კლინიკისთვის აშენდეს ახალი შენობა, რადგან ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა ძალიან ძველი და ამორტიზირებულია და შეუძლებელია მისი თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებად გადაქცევა. თუმცა, სანამ ამ საკითხს საბოლოოდ გადავწყვეტთ, „საპარტნიორო ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები და გამოგვესწორებინა მთლიანი სანიტარული მდგომარეობა. შენობა აღვჭურვეთ სათანადო ინვენტარითა და კომუნიკაციებით ისე, რომ არ შეგვიჩერებია საავადმყოფოს ფუნქციონირება. დღეს საავადმყოფო მოწესრიგებულია და აკმაყოფილებს ყველა სანიტარულ და უსაფრთხოების ნომრებს. ცხადია, ჩვენი საბოლოო მიზანი ბავშვთა ინფექციურისთვის ულტრა-თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნაა. თუმცა, ვიდრე აშენდება თნამედროვე სტანდარტების ახალი საავადმყოფო ჩვენ მაქსიმუმალურად ვეცადეთ, პაციენტებისთვის და საქართველოში ერთერთი ყველაზე კვალიფიციური პერსონალისთვის ღირსეული პირობები შეგვექმნა,“ განაცხადა დავით საგანელიძემ კლინიკაში ჩატარებული სამუშაოების დათვალიერებისას.

საპარტნიორო ფონდს“ თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სახელმწიფოსგან 2015 წელს გადმოეცა. „საპარტნიორო ფონდი“ ელოდება მის მფლობელობაში არსებული სამივე კლინიკის (ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ე.წ. ონკოლოგიური-უნივერსალური სამედიცინო ცენტრი და ე.წ. რესპუბლიკური-ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა) განვითარების საბოლოო კონცეფციას და როგორც სახელმწიფო საფინანსო ინტიტუტი სამედიცინო დაწესებულებებთნ მიმართებით, იმ პოლიტიკას გაატარებს, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42