„ქალბატონო ეკა, ზუსტად თქვენი საუბრიდან გამომდინარე დავეტაკე ზვიად ფხაკაძეს, რაზეც ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა გვქონდა, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანეს ჩემი შვილის ვითარება და პირდაპირ დამადანაშაულა როგორც ქალბატონმა ეკამ, ასევე ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომ რაღაც პოლიტიკურ პარტიას მივეცი უფლება, ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს, ზუსტად ამაზე მქონდა ძალიან უხეში საუბარი ზვიად ფხაკაძესთან, ეს ჩაწერილი მაქვს ტელეფონზე და როცა დაგჭირდებათ, არ არის პრობლემა, მოვიტან.
ფაქტობრივად, ტელევიზიებით გვიწევს ურთიერთობა. როდესაც თქვენზე განაწყენება გამოვთქვი, ერთი სურვილიც არ გქონიათ, რომ შემხვედროდით პირადად, რომ პირადად მეთქვა, რაზე გავნაწყენდი. დღესაც, გუშინწინაც მოვუსმინე თქვენს განაცხადს. დღესაც კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს, თუმცა კარგად ვხედავ ყველაფერს, ვიღაც-ვიღაცები რაღაცას აპირებენ, ვიღაცას რაღაც აინტერესებს.
ერთ მთავარ კითხვას დავსვამ, როდესაც მმართველ გუნდს ვეხვეწე, რომ შემხვდით და მომისმინეთ, რატომ არავინ შემხვდა. თუნდაც ბატონ გიორგი გახარიას როდესაც მივმართე ტელევიზიით, რომ შეხვედრა მინდა-მეთქი, რატომ არ შემხვდა. რატომ ფიქრობთ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მივეცი რამის უფლება. პირველ ეტაპზე პროკურორებს ვეხვეწებოდი, ძალოვან უწყებას ვეხვეწებოდი, მმართველ გუნდის წარმომადგენელია ხომ გახარია, მას ვეხვეწებოდი, შემხვდი-მეთქი, მაგრამ არაფრად ჩამაგდო. რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკური პარტიები დგანან ჩემ ზურგს უკან“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
თავის მხრივ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ გაცილებით მძიმე იყო შეფასებები და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ამ თემას არასწორი მიზნებისთვის იყენებდნენ.
„ვერ ნახავთ ვერც ერთ ეთერს, ინტერვიუს, კომენტარს, სადაც მე მსგავსი ტერმინოლოგიით გამოვთქვამდი პოზიციას. თუ ასეთი არსებობს, შეგიძლიათ მაჩვენოთ. გაცილებით მძიმე შეფასებები მოვისმინეთ მეც და საზოგადოებამაც ამ საქმესთან დაკავშირებით. ის, რაც ითქვა იმ პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ამ თემის არასწორი მიზნებისთვის გამოყენების კუთხით, ამაზე განცხადებები გააკეთა თავად გვარამიან და არა მხოლოდ მან. თქვენთან შეხვედრის სურვილი ჩვენმა გუნდმა მაშინვე გამოთქვა. იყო სოფიო კილაძის, ჩემი შეთავაზებაც და როდესაც ამის სურვილი გექნებოდათ, არასდროს ჩვენი მხრიდან კარი დახურული არ ყოფილა“, - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






