საქართველოში შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:46, 22 Jun, 2018     1525

მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს. ამ მიზნით, დღეს, თბილისის მერიას, „საქართველოს რკინიგზასა“ და შვეიცარულ კომპანია „შტადლერს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ, კომპანია „შტადლერის“ მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პეტერ შპულერმა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმებამდე, მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე გუნცაძე ესწრებოდნენ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ახალი ქარხნის მშენებლობა სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„შტადლერთან“ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს, რომ საქართველოში მეტროს ვაგონებისა და რკინიგზის სამგზავრო ვაგონების აწყობა-წარმოების ქარხნის აშენება შევძლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალ სამუშაო ადგილებს შევქმნით. ასევე, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო მიმართულებით, რადგან ახალი ავტობუსების შემოყვანა და სამგზავრო ვაგონების განახლება გვაქვს დაგეგმილი. დედაქალაქს ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის „შტადლერის“ მარკის ვაგონები ეყოლება. ამ მიმართულებით, მგონია, რომ შეთანხმებას საბოლოოდ მივაღწევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია „შტადლერს“ საქართველოში ორსართულიანი მატარებლის - „შტადლერ ქისის“ სახით, რეალიზებული პროექტი უკვე აქვს. აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის-თბილისის მიმართულებით მოძრაობს და ევროპის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ხარისხით გამოირჩევა.

„რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ორი ორსართულიანი მატარებელი მივაწოდეთ. ახლა საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ერთობლივი საწარმო გაიხსნას, სადაც მეტროს ახალი ვაგონების აწყობა, ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაციაში გაშვება მოხდება“, - განაცხადა პეტერ შპულერმა.

ვინაიდან, შვეიცარული კომპანიისთვის არსებული ბიზნესგარემო მიმზიდველი აღმოჩნდა, „შტადლერმა“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე სხვადასხვა სიმძლავრის საწარმო გააჩნია.

კომპანია „შტადლერი“, როგორც სარკინიგზო სამგზავრო მატარებლებს, ასევე, მეტროსა და ტრამვაის ტიპის სამგზავრო შემადგენლობებს აწარმოებს. კომპანია საქართველოდან უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მატარებლებით რეგიონის მომარაგებას გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42