ზაზა სარალიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მიმდინარე შეხვედრაზე სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქმის პროკურორმა პირდაპირ უთხრა, რომ თუ ბევრს ილაპარაკებდა მკვლელობაში ბრალდებულ ორივე ბრალდებულს გაათავისუფლებდნენ:
“დაახლოებით თებერვალში, საქმის პროკურორებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე რომელზეც მახლდა მამაჩემი ფრიდონ სარალიძე ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ გ.ჯ-მ მოკლა ჩემი შვილი. სიმართლე გითხრათ, ძალიან ემოციურადაც არ შევხვედრივარ. მე სიმართლე ვიცოდი და ვფიქრობდი ალბათ ამ ბავშვებმა არ ითანამშრომლეს გმაოძიებასთან ან გამოძიების ეტაპზე იყო საქმე ისევ და ვფიქრობდი ალბათ დაადგენენ ჭეშმარიტებას თქო.
მამაჩემი ძალიან გმაოიყვანა წყობიდან პროკურორის ამ განცხადებამ გ.ჯ-ს შესახებ. ურთიერთ გამომრიცხავ დეტალებზე ვსაუბრობდით, რომ მხოლოდ ეს ადამიანი არ იქნებოდა ჩემი შვილის მკვლელი. ერთ-ერთი პროკურორის მიმართვა იყო ჩვენს მიმართ, რომ თქვენ თუ ბევრს ილაპარაკებთ ამათაც გამოვუშვებთ გარეთ. პირდაპირი პასუხი იყო ჩემი – გამოუშვით, პრობლემა არ არის. თუ დანარჩენი მკვლელები გარეთ უნდა იყვნენ, ამ ერთი ან ორი ადამიანის დაკავებას რა აზრი აქვს” - თქვა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






