"ბავშვებმა პირველივე დღეს დამისახელეს ის სამი პიროვნება, რომელთაც ჩემს შვილზე დანა აღმართეს" - ზაზა სარალიძე
პოლიტიკა - 10:58, 22 Jun, 2018     3436
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე ხორავას ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საზარელი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს.

"მკვლელობის პირველივე დღეს ბავშვებმა პირდაპირ დამისახელეს ის სამი პიროვნება, რომელთაც ჩემს შვილზე დანა აღმართეს თუ რა იარაღიც აღმართეს, ესენია გ.ჯ, მ.კ და მღვდლის შვილი. რამდენიმე ხანი დამჭირდა, ზუსტად გამერკვია, ეს პიროვნებები ნამდვილად იყვნენ თუ არა, რაც ნამდვილად დადასტურდა ყველანაირად, არამხოლოდ ჩემი მხრიდან, არამედ გამოძიების მხრიდანაც. პროკურატურამ თვითონ დამანახა, ეს პიროვნებები ვინ იყვნენ"- თქვა სარალიძემ.

მისი თქმთ, კონფლიქტში მონაწილე ბარასრულწლოვნებისგან აქვს ინფორმაცია, რომ ინციდენტი დაიწყო სკოლის ტუალეტიდან, თუმცა სარალიძის განცხადებით, არც ერთი მხარე არ ყვება სრულ ისტორიას.

"ზოგადად, ვიცი, რომ პისტოლეტით შეაშინეს ერთი მოსწავლე, რომელმაც დასახმარებლად დაუძახა დეიდაშვილს, იმან თავის მეგობრებს და წამოვიდნენ, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ აქ რა კითხვაც დამებადა და რასაც პასუხი ვერ გავეცი, არის ის, რომ როცა ა.ს-მ დაურეკა მ.კ-ს, არავინ იცის, რა ინფორმაცია მიაწოდა მას, რის საფუძველზე უნდა მოსულიყო მ.კ და მისი მეგობრები, რა უძღოდა წინ ამ საქმეს, არავინ იცის, ამაზე არავინ ლაპარაკობს.

ჩემი ინფორმაციით, ა.ს-ს ძალიან არარეალური ინფორმაცია აქვს მიწოდებული მ.კ-სთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტია, ხორავას ქუჩაზე ყველა მოსულს ჰქონდა იარაღი მაშინ როცა, პატარა ბავშვები არ დადიან იარაღით, მითუმეტეს სკოლის პერიოდში. აქ მიჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, რომ იქ ვიღაც უნდა დაჭრილიყო კონფლიქტის რაღაც ეტაპზე მხარეების შერიგებაზეც იყო საუბარი, რა დროსაც, მის შვილსა და გ.ჯ-ს შორის ვითარება დაიძაბა.

ზოგი ამბობს, რომ ჩემმა შვილმა შეაგინა და სიგარეტის ნამწვი ესროლა. რატომ შეაგინა, ვიცი, ამასაც ვიტყვი. გ.ჯ-მ ხელი აუქნია დათოს, არ ვიცი, შეიძლება, შემთხვევით აუქცია და მოხვდა რასაც, ალბათ, იუკადრისებდა პატარა ბავშვებს ხომ არ გააჩნიათ უკან დახევის უნარი. რატომ აუქნია ხელი და რა მოხდა, ამას არავინ ამბობს, ფაქტია, დაიძაბა სიტუაცია ჩემს შვილსა და გ.ჯ- ს შორის“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძის თქმით, ის მკვლელობის დღეს ესაუბრა თავის შვილის ორ მეგობარს დ.ნ-სა და დ.ღ-ს, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

„ვიცოდი, რომ ეს ბავშვები რაღაცას იტყუებოდნენ, მკვლელობის ნაწილში საერთოდ არეულები იყვნენ და არაფერს ლაპარაკობდნენ. ფაქტია, მკვლელობის ნაწილს მალავდნენ თავიდან ბოლომდე“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42