"დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი დადგენილი არ არის " - სახალხო დამცველი
პოლიტიკა - 10:59, 22 Jun, 2018     1470

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმიანება.

მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი დადგენილი არ არის.

"სახალხო დამცველი გაეცნო ხორავას ქუჩაზე ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანის მიმართ გამოტანილ განაჩენს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენმა ცალსახად გამოკვეთა სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი გამოძიებაში არსებული ხარვეზები, რომელთა შედეგადაც პროკურატურამ ვერ უზრუნველყო გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წლის 31 მაისს გამოიტანა, ხოლო განაჩენის სრულ ვერსიაზე 14 ივნისს დაასრულა მუშაობა, სადაც დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სრულად გაეცნო განაჩენს და მიაჩნია, რომ იგი დასაბუთებულია და კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული.

განაჩენი საკმაოდ დეტალურ და ამომწურავ მსჯელობას შეიცავს. მასში გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და პარალელურად, ყველა სამართლებრივი საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკის შესაბამისად არის გადაწყვეტილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანია არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ყველა დეტალის ეფექტური გამოძიება. სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩაატაროს სწრაფი და ყოველმხრივი გამოძიება, რათა გამოავლინოს დანაშაულთან დაკავშირებული ყველა პასუხისმგებელი პირი. ასევე, გამოავლინოს ის პირები, რომელთაც ხელი შეუშალეს გამოძიების სათანადოდ წარმართვას.

ამ კონკრეტული საქმის განხილვის ფონზე, განაჩენმა ნათლად დაგვანახა სკოლაში ბავშვთა ბულინგისა და ძალადობის დაცვის ეფექტიანი მექანიზმის არარსებობაც. დასტურდება, რომ სკოლაში ბავშვთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანი შესრულება სისტემური რეფორმის გატარებას მოითხოვს, რათა სამომავლოდ არასრულწლოვნებს შორის ძალადობა მინიმუმამდე შემცირდეს და თავიდან ავიცილოთ მსგავსი ფატალური შემთხვევები" - აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42