"მადლობა ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის" - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 10:54, 22 Jun, 2018     1006
ტალინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველო - ესტონეთის ისტორიული მეგობრობისა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

საზეიმო მიღებას საქართველოს პირველი ლედი, ესტონეთის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური მისიების, საქმიანი წრეების და ასევე ესტონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდის იმ გამორჩეული თანადგომისათვის რომელსაც საქართველო მუდმივად გრძნობს ესტონეთის მხრიდან.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ გაჭირვებაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო ამაღელვებელია, როდესაც ერთად ვზეიმობთ და ერთმანეთს საუკეთესო ემოციებს ვუზიარებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ესტონეთს და ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წლილის შეტანისათვის. ასევე მადლობა თქვენ, რასაც ევროპის და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის აკეთებთ.

მე უზომოდ მოხარული ვარ დღეს ამ ქალაქში ყოფნით და შესაძლებლობოთ, რომ მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ მეგობრებს იმისთვის, რასაც ისინი საქართველოს მხარდასაჭერად აკეთებენ ასი წლის წინ და რასაც აკეთებდნენ ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა" – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდის იმ გამორჩეული თანადგომისათვის რომელსაც საქართველო მუდმივად გრძნობს ესტონეთის მხრიდან.

„ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი როლი ამ პროცესში, საქართველოს ისტორიული მდებარეობისკენ და იდენტობისკენ მიმავალ გზაზე შეუძლებელია, რომ სათანადოდ არ დაფასდეს. დღეს ძალინ გულწრფელად გითხარით, თქვენ ამტკიცებთ, რომ არ არსებობენ დიდი და პატარა ქვეყნები, არამედ არსებობენ დიდი და პატარა პოლიტიკოსები. როდესაც პოლიტიკოსებს გააჩნიათ ხედვა, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის ეკონომიკა და რამდენად ძლიერია ქვეყნის სამხედრო ძალა, სწორედ ეს ხედვები აყალიბებს და ცვლის კაცობრიობის მომავალს.

ქართველები და ესტონელები საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. ეს ხედვები აისახება ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით - თავისუფლების სიყვარული. ჩვენ მზად ვართ საკუთარი თავი და სიცოცხლე სრულად მივუძღვნათ ამ ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. ნათელია, რომ ადამიანი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ და საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას, შეუძლებელია, რომ პატივს არ სცემდეს მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავისუფლებას, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, რადგან ეს ღირებულება უნივერსალურია და აერთიანებს ადამიანების გულებს და ემოციებს.

საქართველო და ესტონეთი ერთად ემსახურებიან ამ მიზანს. მინდა მოგილოცოთ და თითოეულ თქვენგანთან ერთად ვიზეიმო საქართველოს და ესტონეთის ასი წლის იუბილე. ეს იყო დრო, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და დღეს ვემსახურებით მის შენარჩუნებას და მისთვის ბრძოლას. " - აღნიშნა გიორგი მრგველაშვილმა.

აღინიშნა, რომ 2018 წელი საქართველოსა და ესტონეთისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ესტონეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველო კი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში წარმომადგენლობითი დელეგაციის მონაწილეობისთვის.

მიღებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბილკის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოფენა დაეთვალიერებინათ, ასევე გაიმართა ბოლო ასი წლის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

ამასთან, ტალინში რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42