მოზარდების მკვლელობის საქმე - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დღეს მოკლული მოზარდების მშობლებს მოუსმენს
პოლიტიკა - 09:34, 22 Jun, 2018     903
მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დღეს მოკლული მოზარდების მშობლებს მოუსმენს.

სხდომას, ზაზა სარალიძეს და დავით დადუნაშვილიც დაესწრებიან.

დროებით საგამოძიებო კომისიაში გადაგზავნილია საქმის მასალები, როგორც სასამართლოდან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

„ეს კომისია მათ შორის იმის გამო შეიქმნა, რომ ამ ოჯახებმა, ზაზა სარალიძემპირველ რიგში, ეს საკითხი გამოიტანა საზოგადოების განსასჯელად და საზოგადოების წნეხის შედეგად შეიქმნა ეს კომისია.

ჩვენ ვიწყებთ მათთან შეხვედრებით, თუმცა შემდეგ ეტაპზე რა თქმა უნდა გვექნება შეხვედრები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან. როგორც შსს-დან ისე პროკურატურიდან,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

უახლოეს მომავალში იგეგმება, პროკურორებისა და მოწმეების, მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის, ასევე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების გამოკითხვა.

„საქმის გაცნობა დავიწყეთ, თუმცა პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება დაკითხვები. გეგმაში არის, რომ ყველა იმ პირს მოვუსმინოთ ვინც იყო მონაწილე ამ კონფლიქტის და ვინც არ იყო მონაწილე, მაგრამ შეესწრო ამ ფაქტს ან ინფორმაციის მატარებელია. მცირე ჯგუფები შეიქმნება, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში შევა და პატიმრობაში მყოფ პირებსაც გაესაუბრება,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42