გოგო, რომელიც ბავშვობისას გააუპატიურეს, პოლიციელი გახდა და შური იძია
ეს საინტერესოა - 21:54, 21 Jun, 2018     5676
ბრაზილიელი ტაბატა მხოლოდ 9 წლის იყო, როდესაც მის ცხოვრებაში ფაბრიციო გამოჩნდა, რომელიც იმ დროისთვის 39 წლის, ცოლიანი კაცი იყო, რაც მთავარია ის ტაბატას ოჯახის „მეგობრად“ ითვლებოდა და მასში ეჭვი არავის შეჰქონდა. ამ დროს კი ის 2 წელზე დიდხანს ძალადობდა და აუპატიურებდა გოგონას.


12 წლის შემდეგ 2016 წლის დეკემბერში ტაბატა და ფაბრიციო (სახელები შეცვლილია) ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად ფაბრიციოს ხელზე ბორკილები ედო და ის ციხის საკნისკენ ტაბატას მიჰყავდა. ტაბატამ ის საკანში ჩაკეტა და შვება იგრძნო, რომ წრე შეიკრა და ყველაფერი დასრულდა. ტაბატას თქმით, ამ ამბის მოყოლა მას ჭრილობების მოშუშებაში ეხმარება.

ყველაფერი კი წლების წინ დაიწყო...
ფაბრიციო ფოტოგრაბი იყო მას პეიზაჟების გადაღება უყვარდა, ის კომუნიკაბელური და მეგობრული იყო, ხატოვნად შეეძლო თავისი მოგზაურობების ისტორიების მოყოლა. მას შემდეგ რაც მან ტაბატას ოჯახი გაიცნო, მისი მამის მეგობარი გახდა. ფაბრიციომ , მისმა ცოლმა და ტაბატას ოჯახმა ერთად დაიწყეს მოგზაურობა კარვებით, მდინარე ურუგვაის სანაპიროს გასწვრივ.

„მალე მან ჩემზე ზეწოლა დაიწყო, ის ჩემთან ახლოს მოდიოდა და მეხებოდა, მე ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, პატარა ვიყავი და არ მესმოდა, რომ ეს დანაშაული იყო.“

ტაბატას თქმით, ფაბრიციო მას აუპატიურებდა როდესაც ტყეში მარტო აღმოჩნდებოდნენ ან მდინარეში ცურვის დროს.

„ერთხელ მშობლებმა მასთან ერთად წყლის მოსატანად გამაგზავნეს. როდესაც მან შეხება დამიწყო, გაქცევა მოვახერხე. უკან დაბრუნებულს მშობლებმა არც კი მკითხეს მარტო რატომ დავბრუნდი, იმდენად ენდობოდნენ, აზრადაც კი არ მოსვლიათ, რომ მას შეეძლო ჩემთვის ეს გაეკეთებინა“

ტაბატას ბევრჯერ უნდოდა მშობლებისთვის სიმართლე ეთქვა, თუმცა თავს იკავებდა.

„მამაჩემი ბრაზიანი კაცი იყო და მეშინოდა, რომ ის მას მოკლავდა და შემდეგ ციხეში ჩააჯენდნენ. ბავშვს თავში ათასი აზრი მოსდის, თანაც მე მეშინოდა იმისაც, რომ მშობლები არ დამიჯერებდნენ.“- ამბობს ტაბატა.

ძალადობა ორწელწადნახევარი გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში ფაბრიციომ შეისწავლა ტაბატას ოჯახის ჩვეულებები და ამით სარგებლობა დაიწყო. მან იცოდა, რომ ტაბატას უფროსი და უნივერსიტეტში სწავლობდა, დედა საღამოობით მუშაობდა მამა კი ფეხბურთს თამაშობდა, სწორედ ამ დროს როდესაც ტაბატა სახლში მარტო იყო ფაბრიციოც იქ ჩნდებოდა.

„ის მეუბნებოდა „ სულ ცოტა, სულ ოდნავ...“ და არასოდეს მცემდა, მაგრამ ძალიან ძლიერად მიჭერდა და მაიძულებდა დამორჩილებას“ ამბობს ტაბატა, როდესაც გოგონას 11 წელი შეუსრულდა, მან წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო.

ტაბატამ დედისთვის თქმა გადაწყვიტა, მაგრამ მოცდა მოუწია, რადგან დედა ავად გახდა. დაახლოებით იმავე დროს, ტაბატას მამა ფაბრიციოს ცოლთან რომანში გამოიჭირეს და ძველი მეგობრები მტრებად იქცნენ.

მომდევნო 10 წელის ტაბატა ცდილობდა ყველაფერი დაევიწყებინა, მაგრამ მოგონებები არ ქრებოდა. მან საკუთარი ამბავი სკოლის მეგობრებს მოუყვა დედისთვის გამხელა კი მხოლოდ მაშინ შეძლო, როდესაც 16 წლის გახდა. დედამ კი უთხრა, რომ ფაბრიციო სხვა გოგონებზეც ძალადობდა. ამ ამბავმა ტაბატა გააბრაზა, მას ეგონა, რომ ის ერთადერთი მსხვერპლი იყო, სინამდვილეში კი ფაბრიციომ ცხოვრება მის გარდა სხვა გოგონებსაც დაუნგრია.

ტაბატამ ამ ამბის შესახებ პოლიციასაც აცნობა, თუმცა სამართალდამცავები ამ ამბის გამოძიებას 6 წელი მოუნდნენ. ტაბატას იმედიც არ ქინდა რომ ოდესმე ფაბრიცოო დაისჯებოდა, როდესაც მამამისმა გაიხსენა, ფაბრიციოს კიდევ ერთი მსხვერპლი. ორი გოგონას ჩვენებამ სამართალდამცავებს საქმის გამოძიების თავიდან დაწყების საშუალება მისცა .

ფაბრიციო ირწმუნებოდა, რომ ტაბატა ამ ყველაფერს მამის დავალებით, შურისძიების მიზნით აკეთებდა . თუმცა სასამართლომ მისი ეს არგუმენტი არ გაითვალისწინა და მას შვიდნახევარი წელი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ის ისევ თავისუფლებაზე რჩებოდა, მანამდე ვიდრე მის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავდა.

24 წლის ტაბატამ პოლიციის აკადემია დაამთავრა. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ბავშვობაში განცდილი ძალადობა გახდა, თუმცა ტაბატა ცდილობდა რომ იმ საქმეებისთვის თავი აერიდებინა, რომელიც გაუპატიურებას ეხებოდა:

„მე ვერ შევძლებდი თავის გაკონტროლებას და პროფესიონალურად მოქცევას, მაშინ როდესაც საქმე არასრულწლოვანის გაუპატირებას ეხება“- აცხადებს ტაბატა.

2016 წლის დეკემბერში სააპელაციო სასამართლომ ფაბრიციოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ის ტაბატას კოლეგამ დააპატიმრა, თუმცა გოგონას სურდა რომ ციხეში სწორედ მას ჩაესვა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42