ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში არის პრობლემები - თეონა ჭალიძე
პოლიტიკა - 20:13, 21 Jun, 2018     1092
ქუთაისში, სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოს დახურვას ,,ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე ეხმაურება.
,,ქვეყნის მასშტაბით, უფასო სასადილოებით ათიათასობით ადამიანი სარგებლობს. მხოლოდ თბილისში 40000 მდე პირია ჩართული სასადილოების პროგრამაში, 8000-მდე სოციალურად დაუცველი პირი კი მოლოდინის რეჟიმშია და ითხოვს პროგრამაში ჩართვას. მოთხოვნა სოციალური ფონიდან გამომდინარე მაღალია და სანამ საჭიროება არსებობს, ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ სასადილოებით. ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში არის პრობლემები. არაერთხელ არიან დაჯარიმებულნი სხვა სასადილოებიც თბილისში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. საჭიროა ამ პროგრამის განახლება, დახვეწა და ბენეფიციარების ინტერესებზე მორგება. შეუძლებელია 6 წლის წინ დადგენილი ტარიფი ერთ ბენეფიციარზე 1,18 ლარი არ გაიზარდოს. ,,ახალი საქართველოს" სოციალურმა სამსახურმა ბენეფიციარებთან კომუნიკაციის შედეგად ინიციატივა შეიმუშავა, რომელსაც ათასობით ბენეფიციარი აწერს ხელს, თუმცა რეაგირება ჯერ არ სჩანს. კერძოდ, ვთავაზობთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ბენეფიციარებს, რომლებსაც შეუძლიათ ოჯახში თავად მოიმზადონ სადილი, მათ ჩაერიცხოთ ყოველთვიურად მათ კვებაზე გამოყოფილი თანხა და ისინი თავად უზრუნველყოფენ საკუთარი გემოვნებით სადილის მომზადებას, ამის მსურველია ათასობით ბენეფიციარი. ხოლო მათთვის, ვისაც თავად არ შეუძლია სადილის მომზადება, მხოლოდ მათზე მორგებული ტენდერი გამოცხადდეს. აუცილებელია ტენდერი კვებითი მომსახურეობის მქონე მოქმედი ობიექტებისთვის მიმზიდველი პირობებით გამოცხადდეს, რომ ბენეფიციარებმა ცივილიზებულად, დაფასოებული მიიღონ ულუფა. ეს შეამცირებს ფართის ქირის, სახელფასო ფონდისა და სხვა ხარჯებს. შესაბამისად ამ დანაზოგის ხარჯზე შესაძლებელი იქნება უშუალოდ საკვების ხარისხის გაზრდა და მოლოდინის რეჟიმში მყოფი მოქალაქეების ჩართვაც ამ პროგრამაში"- აცხადებს თეონა ჭალიძე.
შეგახსენებთ ქუთაისში, სოციალურად დაუცველთა სასადილოში, სურსათის უვნებლობის სააგენტომ არაერთი დარღვევა და სტანდარტებთან კრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინა და სასადილო დახურა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42