ხმაური კომპანია "სვეტის" სათაო ოფისში - შენობა დაზარალებულმა მენაშენეებმა დაიკავეს
პოლიტიკა - 18:30, 21 Jun, 2018     1615
დეველოპერული კომპანია „სვეტის“ სათაო ოფისი, დაზარალებულმა მენაშენეებმა დაიკავეს და შიმშილობა გამოაცხადეს. მათი თქმით, ისინი შენობას არ დატოვებენ მანამ, სანამ მათი პრობლემა არ მოგვარდება. დაზარალებულების ბინები, ჯერჯერობით, კვლავაც დაუსრულებელია. მენაშენეები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ გადახდილი ერთ მილიონ ლარზე მეტი კომპანიის მენეჯმენტმა გაფლანგა და ისინი უბინაოდ დატოვა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მათ პასუხისმგებელი პირები შეხვდნენ და ხელისუფლებამ მათი პრობლემა მოაგვაროს, მათ შორის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ. დაზარალებულები გამოძიების დაწყებას პროკურატურისგან მოითხოვენ.


კომპანია "სვეტის" დირექტორი, თორნიკე ჯანელიძის თქმით უცხოელ პარტნიორებთან აქტიური შეხვედრების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოები ყველა შეჩერებულ ობიექტზე განახლდება.

„ამ წუთასაც ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად გვაქვს აქტიური შეხვედრები, გავდივართ სწორედ სვეტის საკითხებს, რომ ყველა ეს საკითხი, რომელიც აინტერესებს ჩვენს მომხმარებლებს, ნაწილობრივ დაზარალებულ ადამიანებს იქნას დროულად გადაწყვეტილი და განახლდეს ჩვეული რეჟიმის სამშენებლო სამუშაოები" - განაცხადა „სვეტის“ დირექტორმა.

თორნიკე ჯანელიძემ ჩაბარების ვადების გადაცილება პროექტების მასშტაბურობასდაუკავშირა. მაისში დასასრულებელი პროექტების დასრულების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, მაგრამ მენაშენეებს ივნისის ბოლოდან ეტაპობრივ განახლებულ სამშენებლო სამუშაოებს ჰპირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42