"ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 18:07, 21 Jun, 2018     1151
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქუჩის მუსიკოსების მიმართ სანქციები არ დაწესდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. არანაირი სანქციები არ წესდება, პირიქით ქუჩის მუსიკოსებს ჩვენი მხრიდან თანადგომა ექნებათ. ვცდილობთ, ამ ადამიანებს დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ. ვმუშაობთ საინტერესო პროექტზე, ფესტივალის გაკეთება გვინდა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ქუჩის მუსიკოსებს შორის ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც შესაბამისი ხელშეწყობა სჭირდება, რომ წარმატებას მიაღწიოს.

„აქამდე ამ თემაზე არასდროს მისაუბრია - ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფი „ბანი“ წლების წინ მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდა. იმ პერიოდში მილანში ვცხოვრობდი. სრულიად შემთხვევით ინტერნეტში ამ ბიჭების სიმღერა მოვისმინე. იმდენად მომეწონა, რომ საქართველოს ნაკრების თამაშზე ჩამოსვლის დროს, ამ ახალგაზრდებს შევხვდი. ყველანაირად დავეხმარე, ფინანსურად და ინსტრუმენტების შეძენით. ისინი წარმატებულები გახდნენ. დღეს ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ქუჩის მუსიკოსებს ჩვენგან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ და ზოგადად ეს მიმართულება გაუმჯობესდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42