"ძალიან ცუდი ხმები მომდის, არავინ გაბედოს ნაცნობობით ბავშვების ბაღებში დარეგისტრირება" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 18:00, 21 Jun, 2018     7833
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროტექციით ბავშვების რეგისტრაცია არ მოხდება.

„რეგისტრაცია დაწყებულია, თუმცა ძალიან ცუდი ხმები მომდის ამასთან დაკავშირებით და მინდა გავაფრთხილო ყველა - არავინ გაბედოს პროტექცია იმისთვის, რომ ვიღაცის ნაცნობობით და დახმარებით მოხდეს ბავშვების რეგისტრაცია. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. მინდა პირდაპირ ვუთხრა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს: არავინ გაბედოს არც სააგენტოში, არც მერიაში პროტექცია. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ. არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ მართალი და არავის მივცეთ შესაძლებლობა, რომ მერიაში ნაცნობობით, დეპუტატის ნაცნობობით, საკრებულოში ნაცნობობით და მათი დახმარებით მოხდეს ბავშვების დარეგისტრირება. არსებობს გარკვეული პრინციპები, რომელსაც პატივს ვცემ, ამ პრინციპებით მოვდივარ და ნამდვილად ვერ ვუღალატებ იმას, რა ცხოვრებითაც ვცხოვრობ. კატეგორიულად მიუღებელია და არავის მივცემ შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები დაიჩაგრონ, ვისაც მეგობარი არ ჰყავს მერიაში, დეპუტატი, მინისტრი და ა.შ. ეს უნდა დავასრულოთ. ჩვენ ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს, ჩემთვის ყველა ბავშვი, ჩემიც, სხვისიც არის ერთი და იგივე და მათი უფლებებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. ადამიანებს აქვთ ჩემი იმედი და მე საზოგადოების ამ დამოკიდებულებას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან ვუფრთხილდები, ამიტომ, არავინ გაბედოს არასწორი ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

2018-2019 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია 18 ივნისიდან დაიწყო და ორ ეტაპად მიმდინარეობს. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 21 ივნისს, 12:00 საათიდან დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42