ესტონეთი საქართველოს ნატო-ს სამიტის ფარგლებში ძლიერ მხარდაჭერას ჰპირდება
პოლიტიკა - 16:17, 21 Jun, 2018     1036
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ესტონეთის პრემიერმინისტრ იური რატასს შეხვდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა.

იური რატასის განცხადებით, საქართველოს და ესტონეთს საერთო ღირებულებები აერთიანებს, ესტონეთი საქართვეოს ტერიტორიული მთლიანოისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცის მტკიცე მხარდამჭერია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოს დაგეგმილი სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს, თუ რა კოორდინირებული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის დაჩქარების მიმართულებით. ბრიუსელის სამიტზე ესტონეთის დელეგაციას სწორედ პრემიერი უხელმძღვანელებს. ესტონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილს კომუნიკაცია ნატო-ს ბრიუსელის სამიტის მოსამზადებელ საკითხებთან დაკავშირებით 6 ქვეყნის პრეზიდენტთან ექნება.

პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს, ოკუპაციას, არაღიარების პოლიტიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ესტონეთის განსაკუთრებულ თანადგომას საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ესტონეთის პრემიერთან შეხვედრაზე ასევე აღინიშნა უპრეცენდენტოდ აქტიური სექტორული თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ესტონეთის მხარდაჭერას საქართველოს საგადასახადო სისტემის განვითარების, ელექტრონული მმართველობის დანერგვის, კიბერ-უსაფრთხოების უზრუველყოფის საკითხებში გამოცდილების გაზიარების კუთხით.

საქართველოს დელეგაციამ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურა ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში რეფორმების გაგრძელების პროცესში. აღინიშნა, რომ ესტონეთის დახმარება ქართული ინსტიტუტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე და ესტონეთის გამოცდილება სექტორულ ინტეგრაციასა და ევროსტანდარტების დანერგვაში უაღრესად მნიშვნელოვანია.

აღინიშნა ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა ორი ქვეყნის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42