"საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში" - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 16:08, 21 Jun, 2018     1101
ესტონეთში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას კადრიორგის სასახლეში შეხვდა. ესტონეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მას იმ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც პირადად კერსტი კალიულაიდი საქართველოს მიმართ ავლენს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას აკავშირებს. პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა დელეგაციებთან ერთად - გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს.

საუბარი შეეხო ნატო-ს სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს. ქართულმა მხარემ ამ კონტექსტში ესტონეთის პრეზიდენტისგან რეკომენდაციები და თანადგომის დადასტურება კიდევ ერთხელ მიიღო. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსული ოკუპაციის შედეგები, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ამ მიმართულებით ესტონეთის მხარდაჭერა.

აღინიშნა, რომ პრეზიდენტი კალიულაიდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ყველა საერთაშორისო ფორუმზე მკაფიოდ აფიქსირებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ესტონეთის განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასაც. საქართველო და ესტონეთი ხაზგასმით აღნიშნავენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას და ამ მხრივ, საქართველოს აქტიური მონაწილეობის როლს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2018 წელი საქართველოსა და ესტონეთისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ესტონეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველო კი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში წარმომადგენლობითი დელეგაციით მონაწილეობისთვის.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ტალინსა და ტარტუში ესტონელი კოლეგის მიწვევით იმყოფებიან და მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებებში. საზეიმო ღონისძიებებს 7 ქვეყნის პირველი პირი დაესწრება.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42