მუხთარლის ადვოკატი ამბობს, რომ ქვეყნებს სასამართლოსთვის პასუხების გასაცემად ვადა 31 ივლისამდე განესაზღვრათ. მისივე განმარტებით, ქვეყნებს სასამართლოს კითხვებზე პასუხების გაცემის ვალდებულებააქვთ.
არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფოებმა უნდა უპასუხონ, თუ რამდენად იყო დაცული ჟურნალისტის მიმართ კონვენციით გარანტირირებული უფლებები. ჩოფიკაშვილის განმარტებით, ქართულ მხარეს ევროსასამართლოს კითხვების გაბათილება ძალიან გაუჭირდება.
"შეკითხვები ეხება ისეთ დეტალურ მომენტებსაც კი, როგორიცაა გატაცება, მაგალითად, ხომ არ მოხდა ჟურნალისტის იძულებით გაყვანა საქართველოდან, ამაში მონაწილეობდნენ თუ არა ე.წ. აგენტები, ასევე ხომ არ მოხდა მისი ოჯახური უფლების დარღვევა, ხომ არ იყო დარღვეული მისი უსაფრთხოების უფლება, მისი იძულებითი გაყვანა საქართველოდან ხომ არ მოხდა ისე, რომ წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონოდა ადგილი და ა.შ. ანუ საკითხი ეხება მისი გატაცების საკითხს და იმ დროს მიმდინარე პროცედურებს", - განმარტა იურისტმა.
მასალის გამოყენების პირობები






