"მოსკოვს, სოხუმსა და ცხინვალს რეგიონში ნატო-ს გააქტიურებაზე, საპასუხო ზომების მიღების უფლება აქვთ" - რუსეთის საგარეო უწყება
პოლიტიკა - 12:05, 21 Jun, 2018     1577

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონში ნატო-ს ძალების გაქტიურებასთან დაკავშირებით, მოსკოვს, სოხუმსა და ცხინვალს საპასუხო ზომების მიღების უფლება აქვთ.

„რუსულმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ ჟენევაში, უფრო პროდუქტიული მუშაობის უზრუნველსაყოფის ერთადერთი გზა, საქართველოს წარმომადგენლის მხრიდან პირდაპირი და პატივსაცემი დიალოგია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმოამდგენლებთან, ასევე სხვა საერთაშორისო არენებზე პროპაგანდიდსტული ქმედებების შეწყვეტა.

ქართულმა მხარე კი განაგრძობდა აბსურდულ თეზისს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „რუსული ოკუპაციის“ შესახებ, ასევე საკუთარი მოქალაქეების ა. ტატუნაშვილის, გ. ოთხოზორიასა და დ. ბაშარულის გარდაცვალებასთან დაკავშრებით ტრაგიკულ ინციდენტების პოლიტიზირებას ცდილობდა. ამ საკითხზე პოლემიკა განსაკუთრებით ემოციური იყო“ - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, „საქართველოს წარმომადგენლების გარდა, დისკუსიის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ სასაზღვრო ზონაში ვითარება სტაბილური და კონტროლირებადია. ამას ცხადყოფს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან არსებული საზღვრების სტატისტიკა.“

„რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსეთის მხარეებმა აღნიშნეს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების პრაქტიკული გავლენა შემცირდა. საქართველოს მხარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მხარდაჭერით სერიოზული სამუშაოს ჩანაცვლებას აგრესიული პოლიტიკური პიარით ცდილობდა. ამავდროულად, მუდმივად გამოხატავდა უპატივცემულობას ორი რესპუბლიკის ხელისუფლებებისა და საზღვრების მიმართ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წარმომადგენლება განაცხადეს, რომ ეს მიუღებელი იყო და შეხვედრის დროის შემცირების მოთხოვნით გამოვიდნენ.

სამწუხაროდ, ვერ შედგა კონსტრუქციული საუბარი ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ დაჟინებით მოითხოვა ამერიკულ ვარიანტზე მუშაობა, რომელიც ფაქტობრივად აფხაზეთსა და ოსეთს ამ დოკუმენტს მიღმა ტოვებს.

რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა რეგიონში ნატო-ს წარმომადგენლების გააქტიურებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოსკოვს, სოხუმსა და ცხინვალს რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლობის გააქტიურებასთან დაკავშირებით საპასუხო ზომების მიღების უფლება აქვთ” - ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42