რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პროგრესია.
„საქართველო-რუსეთის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება. 2012 წელს, როდესაც “ქართული ოცნების“ მთავრობამ რუსეთთან არსებული ღრმა კრიზიისგან გამოსვლის სურვილი გამოთქვა, რომელშიც ქვეყანა მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა, ჩვენ მაშინვე გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნორმალიზაციის პროცესი და ამ წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგები მოგვიტანა“ - განაცხადა ზახაროვამ „დოჟდთან“ ინტერვიუში.
მან ხაზი გაუსვა, რომ აღსდგა და გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა, სახმელეთო და საავიაციო ტრასნპორტირება, მოიხსნა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის შეზღუდვები, რომელიც 2006 წლიდან მოქმედებდა, სწრაფად განვითარდა სოციალურ, ლულტურული, სამეცნიერო და სპორტულ სფეროში კონტაქტები.
„ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი არა მხოლოდ გაჩნდა, არამედ წარმატებით განხორციელდა“ - განაცხადა ზახაროვამ.
მასალის გამოყენების პირობები






