სკანდალი პრემიერობის კანდიდატის ირგვლივ - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აუდიტის სამსახურს ბახტაძის მიერ შესაძლო ადმინისტრაციული კანონდარღვევის შესწავლას სთხოვს
პოლიტიკა - 09:56, 21 Jun, 2018     1304
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით დაინტერესდეს.

საქმე ეხება 2012 წლის აგვისტოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ შეწირულ 20 000 ლარს.
ბახტაძე ირწუნება, რომ საკუთარი არ იყო და მისი საბანკო ანგარიში „იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად“.
მესამე სექტორში აღნიშნავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელება აკრძალულია და ეს ქმედება იწვევს აკრძალული შემოწირულების განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას შენატანის ორმაგი ოდენობით, თუმცა, ვინაიდან ამ ტიპის დარღვევებზე 2012 წლის 12 დეკემბერს მიღებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ აქტი, დამრღვევის მიმართ სანქცია ვეღარ იქნება გამოყენებული.
„მიუხედავად ამისა, აღნიშნული შემთხვევის სრულყოფილი შესწავლა უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მსურველ კანდიდატს, რომელსაც კარგი საჯარო მმართველობის უზრუნველყოფის საკითხში მთავარი როლი აკისრია. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ უნდა განმარტოს, რა სახით მონაწილეობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ შემოწირულობის განხორციელებაში. აუცილებელია, გაირკვეს, იყო თუ არა იგი ჩართული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მუხლი ამნისტირებულია და სანქცია ვერ იქნება გამოყენებული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამ შემთხვევის შესასწავლად მაინც მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რათა დადგინდეს სიმართლე ამ საქმეზე. ცნობისათვის 2013 წელს მსგავსი პრაქტიკა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკვე ჰქონდა, როდესაც მან ამნისტირებულ დარღვევაზე მაინც იმსჯელა და დაადგინა სამართალდარღვევის ფაქტი მიუხედავად იმისა, რომ სანქცია ვერ დააწესა“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42