„მომავალშიც ვიქნები „ქართულ ოცნებასთან“ ერთად“ - თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 21:18, 20 Jun, 2018     1690

საქართველოს მთავრობის შემადგენლობა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დამტკიცდა. პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. აღნიშნულზე განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა:

„მინდა წარმატება ვუსურვო ბატონ მამუკა ბახტაძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის მთავრობას, ჩვენს მთავრობას, ქართულ ოცნებას, განსაკუთრებით გეგმების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ხალხის კეთილდღეობას, რადგან მართლაც განსაკუთრებით ბავშვებში და ისეთ მოწყვლად ჯგუფებში, როგერებიც არიან ხანდაზმულები, ბავშვები და შშმ პირები და ყველა პრაქტიკულად, რომ გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რასაც ჰქვია მძიმე ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა, და პირადად მე მხარდაჭერას ვუცხადებ მთავრობის ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ჩემს სფეროს არ განეკუთვნება, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმ პრობლემებთან, რომელიც ჩემს გარშემო არის.

სამი კვირის შემდეგ ვინ იქნება ბახტაძის კაბინეტში, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, მე ამის შესახებ რა თქმა უნდა გარკვეული ინფორმაცია მაქვს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა შეადგინოს თავისი კაბინეტი და ამ პროცესში, რომელიც ორ-სამ კვირას, შეიძლება ნაკლებსაც მოიცავდეს, საკანონმდებლო ცვლილებებიც არის განსახორციელებელი, შედგეს პარლამენტთან, უმრავლესობასთან სრულფასოვანი კონსულტაცია, მე ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე.

მე 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვებისთვის პატარა კენჭი დავდე „ქართული ოცნების“ ლურჯი დროშის ქვეშ და 72%-ით ურთულეს, ძალიან დიდ ნაძალადევში ნაძალადევებთან ერთად დავდე გამარჯვება, შესაბამიას, მას მერე მე ვარ ქართულ ოცნებასთან ერთად და ზუსტად ვიცი, რომ მომავალშიც ვიქნები „ქართულ ოცნებასთან“ ერთად“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე სამინისტროს გაერთიანების საკითხზეც ისაუბრა:

ჩვენ როდესაც გქვონდა კონსულტაციები და მსჯელობა, ბატონ მამუკასთან, როდესაც ის რამდენიმე დღის წინ იყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საუბარი იყო იმაზე, როგორც მან გვითხრა და აგვიხსნა, შემდეგ პარლამენტშიც წარმოსთქვა თავის სიტყვაში, რომ 11 წევრიდან შემცირდეს 11 წევრამდე, იქნება ეს იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების სისტემების გაერთიანება თუ არა, ამაზე კონკრეტული მსჯელობა, დეტალების განხილვა, ნამდვილად არ ყოფილა და ეს განხილვა და მსჯელობები თუ რომელი უწყებები იქნებიან, დაიწყება ხვალიდან.“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42