"გვინახავს ხომ ფილმები ფიქტიურ ქორწინებაზე, ფიქტიურ ხელშეკრულებაზე, პირველად დავინახეთ ჩვენს რეალობაში, რომ თურმე არსებობს ფიქტიური მთავრობა" - აღნიშნულის შესახებ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმდჯომარე რომან გოცირიძემ პარლამენში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„დღეს თქვენთვის უნდა იყოს საზეიმო დღე, ვინაიდან ახალ მთავრობას ამტკიცებთ. რატომღაც „ტრაურის" განწყობაა. ალბათ იმიტომ, რომ მთავრობა არაა სრულად დაკომპლექტებული, სამი ადამიანი აკლია. არ ვიცით, ვინ იქნება მინისტრი, ფიქტიური მინისტრები გვიზის, რომლებიც ორი-სამი კვირის შემდეგ არ იქნებიან. გვინახავს ხომ ფილმები ფიქტიურ ქორწინებაზე, ფიქტიურ ხელშეკრულებაზე, პირველად დავინახეთ ჩვენს რეალობაში, რომ თურმე არსებობს ფიქტიური მთავრობა. გვიზის მინისტრები და არა და არ არიან მინისტრები. გახსოვთ გიორგი შენგელაია რომ თამაშობდა ფილმში „რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ", პატარძალი არ მოვიდა და დაუკარით უპატარძლო ქორწილიაო. აი დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე. ესაა კომიკური ვითარება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






