„რასაც აკეთებენ რუსები, ესაა პოლიტიზება, კონკრეტულ კითხვებზე არ აქვთ პასუხი და გადადიან შეტევაზე“ - დონდუა ტატუნაშვილის საქმეზე
პოლიტიკა - 19:33, 20 Jun, 2018     889

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, დავით დონდუას თქმით, ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებს არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზის დასკვნა გადასცა.

„საკმაოდ სქელტანიანია დოკუმენტი და მის გაცნობას დრო სჭირდება. ამის გარეშეც ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს. ჩვენ კონკრეტული კითხვები გვქონდა და დასკვნის წაკითხვის გარეშეც შეიძლებოდა მიგვეღო პასუხები. დასკვნის თარგმანი მივეცით ყველა მონაწილეს. დასკვნა გადავეცით იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ სრული წარმოდგენა, რა სახის და რა დონის ტრაგედია დატრიალდა. ვრცლად ვისაუბრეთ ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე. აღვნიშნეთ, რომ ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა, არამედ ვთქვით, რომ ამან უკვე სახიფათო ტენდენციის სახე მიიღო. საჭიროა, კითხვებზე ადეკვატური პასუხების გაცემა, დამნაშავეების დასჯა და მართლმსაჯულების აღსრულება. სრული მხარდაჭერა იყო თანათავმჯდომარეების და აშშ-ის წარმომადგენლების მხრიდან. სამწუხაროდ, მოვისმინეთ ძველი, ცნობილი და არაფრისმთქმელი რიტორიკა. რამდენჯერმე გავაპროტესტეთ და მოვთხოვეთ კონკრეტული პასუხები. თუ ამბობენ, რომ ეს იყო გულის შეტევით გარდაცვალება და არა მკვლელობა, მაშინ სად არის გული, სად არის ორგანოები, რომელთა ექსპერტიზითაც უნდა დადგინდეს რეალური მიზეზი. როცა ამ კითხვებზეც ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, ეს კითხვები პირდაპირ დავუსვით მოლაპარაკების მონაწილეებს რუსეთიდან. ექსპერტიზა ჩატარდა რუსეთის ტერიტორიაზე და ცხადია, რომ დასკვნა, რომელიც ცხინვალმა მოგვაწოდა არის რუსი ექსპერტის მიერ დაწერილი. დავსვით კონკრეტული კითხვა. თუ ეს იყო გულის შეტევა, მაშინ სად არის გული, თუ ეს იყო ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მაშინ სად არის ღვიძლი, თუ ეს იყო ჩაქცევა, მაშინ სად არის ტვინი. მოვისმინეთ დადანაშაულება ზედმეტ ემოციებში და საკითხების ზედმეტად პოლიტიზებაში. რასაც აკეთებენ რუსები, სწორედ ესაა პოლიტიზება. ძალიან კონკრეტულ კითხვებზე არ აქვთ პასუხი და გადადიან შეტევაზე. მთელი დღე ამაზე იყო საუბარი. სამწუხაროდ, შინაარსიანი პასუხი ვერ მივიღეთ“, – აღნიშნა დავით დონდუამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42