კონფლიქტებით გამოწვეული პრობლემები სამხრეთ კავკასიაში
პოლიტიკა - 13:03, 20 Jun, 2018     1424

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასია რეგიონალური და გლობალური ძალების დაპირისპირების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი არეალი გახდა. ახალგაზრდა სახელმწიფოები, რომლებისთვისაც ჯერ კიდევ გაუგებარი იყო დამოუკიდებლობის არსი, სხვადასხვა სერიოზული პრობლემების წინაშე დადგნენ. ეს იყო პირველ რიგში აზერბაიჯანისა და საქართველოს შიდა პოლიტიკურ-სამხედრო პრობლემები, ასევე მათი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. როგორც, ცნობილია საქართველოში სამოქალაქო ომი მოხდა, აზერბაიჯანს კი, ამის საფრთხე ჰქონდა. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, აზერბაიჯანის კი, მთიანი ყარაბახის ავტონომიური ოლქი, ასევე გარშემო არსებული რაიონები ოკუპირებული იყო.

ასე, რომ 1990-იანი წლების დასაწყისი სამხრეთ კავკასიისთვის მნიშვნელოვანი იყო, ენერგეტიკული ხელშეკრულებების, ეთნიკური კონფლიქტების, დასავლეთისა და რუსეთის კონკურენციის თვალსაზრისით. ამ პროცესში საქართველო და აზერბაიჯანი ერთის მხრივ ცდილობდნენ სამოქალაქო ომის თავიდან აცილებას, ხოლო მეორე მხრივ თავიანთი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს სერიოზული პრობლემები აწუხებდათ, სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობას აგრძელებდნენ.

ორივე ქვეყანას სერიოზული სირთულეები ჰქონდა, მაგრამ საქართველო და აზერბაიჯანი გლობალური მნიშვნელობის რეგიონალურ პროექტებში მონაწილეობდნენ. ბაქო-თბილისი- ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზურუმ, ბაქო-თბილისი-ყარსი ასეთი პროექტებია. მაგრამ, ამ პროექტების განხორციელება არ იყო ადვილი. რადგან, როდესაც აღნიშნული პროექტები იდეის ეტაპზე იყო აზერბაიჯანი და საქართველო საომარ მდგომარეობაში იყო. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა საქართველოსთვის, ყარაბახის პრობლემა კი აზერბაიჯანისა და მთლიანი რეგიონისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობისთვის სხვადასხვა საფრთხეს ქმნის. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა საქართველოს, ყარაბახის პრობლემა კი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისა და განვითარების თვალსაზრისით პრობლემებს და რისკებს ქმნის. ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონი ყოველთვის გრძნობს ამ პრობლემების მოუგვარებლობის უარყოფით ზეგავლენას.

სამხრეთ კავკასიაში ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართ განხორციელებული საოკუპაციო პოლიტიკას უარყოფს საქართველო და აზერბაიჯანი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემამ საქართველოსთვის, ხოლო ყარაბახის პრობლემამ კი აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებულად მძიმე შედეგები მოიტანა. მაგრამ, კონკრეტული ციფრების დასახელება და მონაცემების წარდგენა აღნიშნულ კონფლიქტების შემთხვევაში რთულია. რადგან საქართველოს და აზერბაიჯანის კონტროლის გარეშე ოკუპაცია დღესაც გრძელდება. რუსეთი და სომხეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის შეფასებისთვის საშუალებას არ აძლევს გაეროს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

მხოლოდ, ზოგადი ფაქტების საფუძველზე გარკვეული აზრის გამოთქმა შეიძლება. მაგალითად: აზერბაიჯანის ტერიტორიების სომხეთის მხრიდან ოკუპაციის პროცესში აზერბაიჯანის მხარემ დაახლოებით 20 ათასი ადამიანი დაკარგა, 50 ათასზე მეტი ადამიანი დაჭრილია. 5 ათასამდე მოქალაქე მათ შორის 51 ბავშვი ( 17 მცირეწლოვანი გოგო) ტყვედ აიყვანეს და მათი უმრავლესობის შესახებ დღესაც ინფორმაცია არაა. დადგინდა რომ, მათ შორის 451 ადამიანი, მოკლეს რომელთაგან 86 ქალი იყო. 1 მილიონამდე აზერბაიჯანელი ლტოლვილია. 900-ზე მეტი საცხოვებელი დასახლება განადგურდა და დაიწვა 4 366 სკოლა, საავადმყოფო, სამედიცინო დაწესებულება, კულტურის ცენტრი, თეატრი და სხვა ადგილები, ასევე 22 მუზეუმი და 4 სამხატვრო გალერეა, 9 ისტორიული სასახლე, 40 000 ექსპონატი, 44 ტაძარი და 9 მეჩეთი. გარდა ამისა 927 ბიბლიოთეკაში 4,6 მილიონი წიგნი და ძვირფასი ისტორიული ხელნაწერი განადგურდა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიაში ოკუპაციის პოლიტიკით დაზარალებულები მარტო ქართველები და აზერბაიჯანელები არ არიან. სეპარატისტულმა პოლიტიკამ ზიანი მიაყენა აფხაზებს, ოსებსა და თვით სომხებს. დღეს მათი ცხოვრებაც არაა ნორმალური. რეგიონში არსებული კონფლიქტები ხელს უშლიან კავკასიაში და კავკასიის გავლით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს. 2008 წლის აგვისტოს ომმაც გვაჩვენა, რომ მოუგვარებული პრობლემა აძლიერებს ახალი პრობლემის დაწყების საფრთხეს. ამით, კი იზღუდება რეგიონთაშორის თანამშრომლობის საშუალება, უარყოფითად მოქმედებს ახალ და მიმდინარე პროექტებზე.

მაგრამ, სამხრეთ კავკასიის ბუნებრივი რესურსები, გეოპოლიტიკური პოზიცია და სხვა ფაქტორები საშუალებას აძლევენ, რათა რეგიონი განვითარდეს, როგორც მშვიდობისა და თანამშრომლობის რეგიონი. ქვეყნებმა ერთმანეთთან და მეზობლებთან კეთილსინდისიერი ურთიერთობა შექმნან და წვლილი შეიდანონ გლობალურ მშვიდობაში. ამისთვის საჭიროა, რეგიონში არსებული პრობლემები მოგვარდეს საერთაშორისო სამართალის ძირითადი პრინციპებისა და სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დაცვით.


არაზ ასლანლი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიური

უნივერსიტეტის (UNEC) ლექტორი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42