„თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, არის უმნიშვნელოვანესი წარმატებისთვის“ - ბახტაძე
პოლიტიკა - 17:03, 20 Jun, 2018     1753
პარლამენტის სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განცხადა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები უკვე განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.


„რა თქმა უნდა, ის რეფორმათა პაკეტი, რომელიც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ თვისობრივად და ხარისხობრივად ჩვენი პოლიცია ავიდეს ახალ დონეზე. რა თქმა უნდა, ეს შესაბამის გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მე მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმას გავუსვა ხაზი, ეს იყო ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნის ინიციატივა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება - წინა წლებში მოგეხსენებათ, რომ ეს კომპონენტი იყო ძალიან დაქვეითებული და ბუნებრივია თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, არის უმნიშვნელოვანესი მომენტი წარმატებისთვის. აქედან გამომდინარე, მე პირადად სრულად მხარს ვუჭერ იმ ინიციატივებს, რომლებიც ამ პაკეტის ფარგლებში არის წარმოდგენილი. მეც ჩემს გამოსვლაში ვახსენე, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მომავალი თვიდან ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელი გულისხმობს ახალგაზრდების დაინტერესებას ამ საქმიანობით და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება პოლიციის აკადემიაში და ზოგადად, იმ მიმართულებით, რასაც ქვია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა ჩვენი პოლიციის. ამ მიმართულებით თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ და მომავალშიც ვაპირებთ იგივე ტემპებით გავაგრძელოთ.“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42