„ჭარბვალიანობა ახრჩობს დღეს ქვეყანას“ - მამუკა ბახტაძე
პოლიტიკა - 16:48, 20 Jun, 2018     743

პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სოციალურად მდგრადი და ეფექტიანი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ჩამოყალიბებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს:

„გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება, რისთვისაც დაგეგმილია კაპიტალის ბაზრის რეფორმის, საპენსიო რეფორმის, საჯარო კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარების, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ჩამოყალიბება და ხარისხობრივი და ტექნოლოგიის ტრანსფერზე ორიენტირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებში გავზარდოთ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების წილი. ამათგან მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში სოციალურად მდგრადი და ეფექტიანი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად.

ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას, ეს არის სწორედ ის რელევანტური შეფასება, რაც შეიძლება მივცეთ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებულ სიტუაციას. იგი არის სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. ერთის მხრივ, ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს, მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებსაც შეექმნებათ პრობლემები, ამოვარდნილი არიან აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მოსახლეობიდან დაახლოებით 630 000 ადამიანი დღეს არის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში და მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება. ამ ადამიანთა რიცხვში არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნესპროექტები, არიან მცირე მეწარმეები, რომლებიც ვერ ავითარებენ თავიანთ პოტენციალს, ვერ ასაქმებენ ხალხს. უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ მათი ეკონომიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება გამოიწვია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25, 30 პროცენტი მოკლებულია საშუალებას, რომ ჩართული იყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ინკლუზიურ ზრდაზე. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები.

ბევრი კრიტიკა მოვისმინე ამ საკითხზე. სრულიად უსაფუძვლო. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება, ეს არის მოსაზრება რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ. მხარდაჭერილია ყველა ჩვენი ძირითადი პარტნიორის მიერ. ეს იქნება სწორედ ჯანსაღ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ცვლილება თამაშის წესებში. ყველაფერი, რაც მოგახსენეთ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოს, როგორც საიმედო, კომფორტული და სტაბილური პარტნიორის იმიჯზე. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენი ეკონომიკისთვის სასიცოცხლო ამოცანის შესრულება ნიშნავს საქართველოს უფრო ეფექტურ ინტეგრირებას მსოფლიო ეკონომიკაში”,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42