ქალწული და კურო
ქალწული და კურო – მიწის სტიქიის ორი ნიშანია, რომელთაც შეუძლებელია არ შეუყვარდეთ ერთმანეთი.
კურო კი თავის მხრივ ქალწულს აძლევს იმას, რაც მას ყველაზე მეტად ესაჭიროება - ეს არის სტაბილურობა, როგორც ემოციური ისე ფინანსური კუთხით. ქალწულს შეუძლია მოთმინება, კუროც არანაკლებ მომთმენი და გაწონასწორებულია.
ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მათი ურთიერთობა ურთიერთ სარგებელს ან საიდუმლო შეთანხმებას ემყარება, რადგან ისინი ყოველთვის ძალიან მშვიდები და პრაქტიკულები, გაწონასწორებული და თავშეკავებულები არიან. თუმცა, არ ღირს მათ გულწრფელ გრძნობებში ეჭვის შეტანა. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი სწორად გაინაწილებენ როლებს, მათი სიყვარული მხოლოდ გაორმაგდება – კურო ყოველთვის ზუსტად საზღვრავს პრიორიტეტებს და ერთგვარი იდეური შთაგონების ფუნქციას ასრულებს (ნებისმიერ სხვა წყვილში პარტნიორის აქტიურობის ფონზე, ის აუცილებლად იჩრდილება), ქალწული კი, იდეალური სიზუსტით ახორციელებს ყველა ჩანაფიქრს.
სასწორი და ტყუპები
ზოდიაქოს ეს ნიშნები იდილიას ურთიერთობაში ძლიერი ინტელექტუალური კავშირის წყალობით აღწევენ. ტყუპებიც და სასწორიც ჰაერის სტიქიის წარმოამდგენლები არიან და ყოველთვის გონებრივი აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი დარწმუნებული არიან, რომ გონება პარტნიორის ყველაზე სექსუალური ორგანოა, ინტელექტუალური თამაშები კი, ბევრად უკეთ აღვიძებენ სურვილს, ვიდრე დაკუნთული აღნაგობა. ტყუპებსაც და სასწორსაც პარტნიორში იუმორის გრძნობა და ქარიზმა უფრო ხიბლავს, ვიდრე გარეგნობა და იმიჯი. გარდა ამისა, ზოდიაქოს ორივე ნიშანი მეგობრობაზე აწყობს სასიყვარულო ურთიერთობას, ამიტომ ყოველთვის თავისუფლად შეუძლიათ გაუზიაროს მეორე ნახევარს საკუთარი სურვილები, განცდები და საიდუმლოებები, რაც კიდევ უფრო ამყარებს მათ სასიყვარულო კავშირს.
თევზები და მორიელი
წყლის ორ ნიშანს იდეალურად ესმის ერთმანეთის. მართალია, აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები, მაგრამ ერთნაირი ფასეულობები აქვთ და ყოველთვის იზიდავენ ერთამენთს, 2018 წელს კი, ასტროლოგების მტკიცებით განსაკუთრებით მყარი იქნება მათი კავშირი, რადგან მხოლოდ თევზები შეძლებენ მორიელის აგრესიის შერბილებას, მორიელი კი, ერთგავრი მრჩეველის მისიას იკისრებს და თევზების წარმატების გარანტორიც გახდება.
მასალის გამოყენების პირობები






