მთელი რუსეთი შოკში ჩააგდო ჩელიაბინსკში მცხოვრები 12 წლის გოგოს ისტორიამ.
როგორც გაირკვა, 12 წლის ელიზაბეტ რაზგილდაევა დაორსულდა, მშობლები კი ფაქტს მალავდნენ. როდესაც გოგონას მუცელი წამოეზერდა, მეზობლებმა დედას შეკითხვები დაუსვეს და აიძულეს, შესაბამისი უწყებებისთვის მიემართა. გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო.
როგორც გოგონამ გამოძიებას განუცხადა, ის მისმა სასიძომ, მისი დის საქმროს, 28 წლის ვიტალი შაკიროვამ გააუპატიურა. ლიზას თქმით, ეს მისი პირველი სექსუალური კავშირი იყო და მისი შვილიც მამაც ვიტალია. თავად მამაკაცი აღნიშნულს უარყოფდა.
მოგვიანებით, გოგონამ ჟურნალისტებთან ჩვენება შეცვალა. მისი თქმით, ბავშვის მამა მეზობელი ვლადიკია.
ვიტალი ბავშვის დაბადებისთანავე დნმ-ის ტესტის ჩატარებას ითხოვდა, გოგონამ კი სატალევიზიო შოუებში დაიწყო სიარული. ნტვ- ის ეთერში მან განაცხადა, რომ როგორც კი ბავშვს გააჩენდა, მაშინვე გააშვილებდა. თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ბავშვის დაბადების შემდეგ, როდესაც 12 წლის გოგომ მისი ახალშობილი ხელში აიყვანა, განაცხადა, რომ მას არავის დაუთმობდა.
კვლავ ნტვ-ეთერში ჟურნალისტებთან კი განაცხადა, რომ მართალია ძალიან ენატრება სკოლა და უნდა მე-7 კლასში გადავიდეს, მაგრამ ბავშვი ძალიან უყვარს და არ უნდა მისი მიტოვება. დნმ-ის პასუხის შოუში განაცხადეს - ბავშვის მამა ნამდვილად გოგონას სასიძო აღმოჩნდა. მოგვიანებით კი ლიზამ კიდევ ერთხელ შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
ახლა ლიზას დედა ცდილობს, მეურვეობის უფლება მოიპოვოს მანამ სანამ ლიზა 18 წლის გახდება.
მასალის გამოყენების პირობები






