საბაზრო ეკონომიკის პირობებში, უფასო არაფერია
პოზიცია - 01:31, 19 Aug, 2013     1395

საბაზრო ეკონომიკის პირობებში, უფასო არაფერია. მსოფლიოში დაფინანსების სულ ხუთი მოდელი არსებობს:

სახელმწიფო აფინანსებს მოქალაქეების უმაღლესი განათლების მიღებას;

სტუდენტი აფინანსებს საკუთარ სწავლას (მშობლების ან პირადი სახსრებით ან საბანკო კრედიტით);

უმაღლესი სასწავლებელი აფინანსებს სტუდენტს გრანტების ან ფონდის მეშვეობით;

შერეული, როდესაც ხდება პირველი ოთხი მოდელის წილობრივი გამოყენება.

მემარცხენე პოპულისტი პოლიტიკოსებისგან ხშირად ისმის, რომ უმაღლესი განათლება უფასო უნდა იყოს. საქართველოში ეს სრულიად უტოპიური დაპირებაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უფასო არაფერია. ვიღაცამ, და ამ კონკრეტულ სიტუაციაში, სახელმწიფომ, უნდა დაფაროს ეს გადასახადი. საქართველოში 120 000 სტუდენტია. მათემატიკის მარტივი ცოდნით ნათელი ხდება, რომ ამ იდეის განსახორციელებლად, საჭიროა დაახლოებით 350 მილიონი ლარი წელიწადში. ეს არის მთლიანად განათლების ბიუჯეტის ნახევარზე მეტი. ახლა სახელმწიფო, გრანტების მეშვეობით, ხარჯავს ამ თანხის 15-20%. შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ბიუჯეტის სხვა მუხლებში უნდა მოიძებნოს რეზერვები. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ამხელა დეფიციტის დასაფარად რეზერვების გამონახვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ჯანდაცვის ან პენსიონერების, ან ჯარის ხარჯზე. რაც, ბუნებრივია, მიუღებელია.

ფინანსური მხარის გარდა, სახელმწიფო დაფინანსებას კიდევ ერთი დიდი პრობლემა აქვს - კორუფცია. ბევრ ახალგაზრდას არა, მაგრამ მათ მშობლებს, დარწმუნებული ვარ, ახსოვთ თუ რა დონის კორუფცია იყო, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როდესაც სახელმწიფო დაფინანსების სისტემა იყო.

დაფინანსების მეორე მოდელს, როდესაც სტუდენტი თავად იხდის, გააჩნია ბევრი უარყოფითი და დადებითი ფაქტორი. ერთ-ერთი დადებითი ის არის, რომ ამ პირობებში, სტუდენტი და მისი ოჯახი ათჯერ დაფიქრდება, სანამ გადაწყვეტს თუ სად განაგრძოს სწავლა. ახლა უმუშევრების ნახევარზე მეტი უმაღლესი განათლების მქონეა და ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ უმაღლესი განათლების არჩევის დროს გადაწყვეტილებას ხშირად იღებენ არა პრაგმატიული გათვლით და დასაქმების პერსპექტივით, არამედ ცრუ სტერეოტიპებზე დაყრდნობით. ამ სისტემის მინუსი კი ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა და სტუდენტური სესხის გაცემაზე ბანკების დაბალი ინტერესია.

მესამე დაფინანსების სისტემა შესაძლებელია მაშინ, როდესაც უნივერსიტეტებს შექმნილი აქვთ სპეციალური ფონდი და მისი მეშვეობით გასცემს სტიპენდიებს სტუდენტებზე.

მეოთხე მოდელი მოიცავს მეცენატების და ბიზნეს ელიტის ჩართულობას, რათა მათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებაში. ჩვენ, რეფორმატორთა კლუბს, მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ყველაზე გამართლებული შერეული დაფინანსების მოდელია. ჩვენ ვთვლით, რომ:


1. სახელმწიფო გრანტების სისტემა არ უნდა აღემატებოდეს ბაზრის ამ სეგმენტის 30%-ს, რადგან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მცდარი გადაწყვეტილებების ბოლო მაგალითია, როდესაც შეიქმნა უფასო ფაკულტეტები, რამაც არამარტო დააზარალა კერძო სასწავლებლები და გაზრდილი დაფინანსების მარგი ქმედების კოეფიციენტი ნოლამდე დაიყვანა, არამედ შინაარსობრივადაც გააუარესა პრობლემა. 2012 წელის 10 000 სტუდენტი იყო, რომელსაც შეჩერებული ჰქონდა სტატუსი, მათ შორის, გადაუხდელობის გამო. ახლა, 2013 წლის აგვისტოში, მათი რაოდენობა 20 000-ს აღემატება. ეს ზუსტად იმ პირობებში, როცა უმაღლესი განათლების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან მკვეთრად გაიზარდა.


2. ფულის უაზროდ ხარჯვის მაგივრად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა გააგრძელოს ერთი წლის წინ დაწყებული მოლაპარაკებები ბანკებთან, რათა სტუდენტებს გაუადვილდეთ სასწავლო სესხის აღება. სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, ფონდის მეშვეობით უნდა შეუქმნას ბანკებს მდგრადობის და სესხების დაბრუნების გარანტიები და განცდა.


3. სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა შეიქმნას ფონდები და ის მოგება, რომელიც ახლა უნივერსიტეტებში აკუმულირდება უნდა იყოს მიმართული უნივერსიტეტების განვითარებასა და სტუდენტების დაფინანსებაზე. შეგახსენებთ, რომ მაგალითად, თსუ-ს ბიუჯეტი 70 მილიონ ლარს აღემატება.


4. მთავრობამ უნდა გააგრძელოს ერთი წლის წინ დაწყებული მუშაობა მეცენატებთან და ბიზნეს ელიტასთან, რათა შეიქმნას კერძო ფონდები, რომლებიც დააფინანსებენ ნიჭიერ სტუდენტებს.

 


დიმიტრი შაშკინი


რეფორმატორთა კლუბი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42