დღეს 12:00 საათზე საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომა დაიწყება, რომლის ფარგლებშიც დროებითი მთავრობა უნდა დამტკიცდეს.
რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე, დროებითი მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარსდგება.
ბახტაძემ 14 მინისტრი დასამტკიცებლად და მათთვის ნდობის გამოსაცხადებლად უნდა წარადგინოს.
"ვენდობი იმ გუნდს, რომელსაც აქვს ხედვა და აქვს წარმოდგენა რა ტიპის გამოწვევებია ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს ნებისმიერ იმ ადამიანთან, რომელიც ცხოვრობს მაგალითად სოფლად და ელოდება ამ სიკეთის მიღებას“- აცხადებს ეკა ბესელია.
ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს ნდობას არ გამოუცხადებს:
"მინისტრთა კაბინეტი ფაქტობრივად არის ამორტიზებული, ადამიანები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს წარმატებას და ფაქტობრივად ერთადერთი ამით ხელისუფლებაში ტივტივის საფუძველი არის ივანიშვილის სურვილი, რომ ისინი იყვნენ ამ მთავრობაში,"-აცხადებს რომან გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






