"10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურში რეგისტრირებულ განაცხადებზე ვადაგადაცილება არ დაფიქსირებულა" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 11:14, 20 Jun, 2018     1078

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, არქიტექტურის საქალაქო სამსახურში განხორციელებული სისტემური რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა და რეგისტრირებულ განაცხადებზე ვადაგადაცილება არ ფიქსირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე კვირის წინ მე გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენ დავიწყეთ არქიტექტურის სამსახურში სისტემური რეფორმა და იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც სამშენებლო სერვისების მიმართულებით დედაქალაქს აწუხებდა. ეს იყო ბიუროკრატიული მექანიზმების შემცირება და სანებართვო მომსახურებების ეფექტიანი მართვა. 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურმა განსხვავებული სისტემით დაიწყო მუშაობა, რაც წარმატებული აღმოჩნდა. ამ პერიოდიდან არქიტექტურის სამსახურში რეგისტრირებულ არცერთ განაცხადზე ვადაგადაცილება არ დაფიქსირებულა და მოქალაქეები, ისევე, როგორც დეველოპერები და არქიტექტორები კანონმდებლობით დადგენილ ვადებში კვალიფიციურ მომსახურებას იღებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ანალოგიური სისტემური რეფორმის განხორციელება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურშიც უნდა მოხდეს.

„როდესაც მთავრობაში მოვედით, არქიტექტურის სამსახურს ურბანული სამსახური გამოეყო. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს პრობლემები, რადგან ჯერ კიდევ რჩება ბევრი საკითხი, წინა მთავრობის დროინდელი, რომლებიც ჯერ არ განხილულა. მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ ურბანული სამსახურის ხელმძღვანელ რუსუდან მირზიკაშვილთან ერთად, ორი კვირის ვადაში ყველა პრობლემური საკითხი მოგვარდეს, პასუხი იქნეს გაცემული და პარალელურად შეიქმნას ანალოგიური სისტემა, რაც არქიტექტურის სამსახურში შევქმენით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დედაქალაქის მოსახლეობას უპრობლემოდ მოვემსახუროთ, სისტემა უნდა იყოს გამართული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მშენებლებსა და დეველოპერებს მიმართა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურების მოთხოვნები, მშენებლობებთან დაკავშირებით, გაითვალისწინონ.

„ვხედავთ, რა მდგომარეობამდე მივიდა ქალაქი არასწორი მშენებლობების გამო. შესაბამისად, ის მოთხოვნები, რომელიც არქიტექტურისა და ურბანულ სამსახურებს აქვთ, დეველოპერებისა და მშენებლების მიერ დაკმაყოფილებული უნდა იყოს. წლების განმავლობაში ნებართვები როგორც გაიცემოდა, ჩვენ იმავე ფორმით ვერ ვიმუშავებთ. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები. ამასთან, არსებულ საკითხებს ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ, რომ დეველოპერებს პრობლემა არ შეექმნათ. თუმცა მათი მხრიდანაც მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა, რათა ერთად შევძლოთ ქალაქის სწორი განვითარება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42