კანადის პარლამენტმა რეკრეაციის მიზნით, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება მოახდინა.
BBC-ის ცნობით, კანონი ძალაში 2018 წლის სექტემბრიდან შევა.
მარიხუანას ლეგალიზება, 2 ამჟამინდელი პრემიერის, ჯასტინ ტრიუდოს წინასაარჩევნო დაპირება იყო 2015 წელს.
„ჩვენი შვილებისთვის მარიხუანას მიღება და ცრიმინალებისთვის მოგების მიღება ძალიან ადვილი იყო. დღეს, ჩვენ ამას ვცვლით. ჩვენი გეგმა, მარიხუანას ლეგალიზებისა და რეგულირების შესახებ სენატმა მიიღო. პირობა შესრულებულია“ - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.
ახალი კანონით, კანადაში მარიხუანის გაყიდვა დაიწყება გარდამავალი პერიოდის შემდეგ, რომელიც 8-დან 12 კვირამდე გასტანს. ამ დროის განმავლობაში რეგიონების ხელმძღვანელევმა უნდა შეიმუშავონ კანაფის გაყიდვის წესები, პოლიცია კი ახალ პირობებში მუშაობისთვის უნდა მოემზადოს.
ახალი კანონის თანახმად, ყველა სრულწლოვან კანადელს უფლება ექნება პირადი მოხმარებისთვის საკუთარ სახლში გაზარდოს კანაფის მაქსიმუმ 4 მცენარე , ასევე თან იქონიოს 30 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა.
კანადა G7-ის წევრი პირველი ქვეყანაა, სადაც მარიხუანის ფლობა, მოხმარება და გაყიდვა ნებადართული გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






