Google: "ვირტუალური პიროვნებების რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბებს"
ეს საინტერესოა - 17:37, 18 Aug, 2013     2241

 

ამის შესახებ წერენ წიგნში "ახალი, ციფრული მსოფლიო", რომლის ნაწყვეტიც "ფორბსმა" გამოაქვეყნა, Google-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ერიკ შმიდტი და Google Ideas ხელმძღვანელი ჯარედ კოენი.

 

უკვე დღეს, ბევრი ინტერნეტმომხმარებელი სხვადახვა მიზნებიდან გამომდინარე ქმნის ე.წ. ვირტუალურ აქაუნთს. Google-ის მესვეურების განცხადებით უახლოეს მომავალში ამგვარი აქაუნთების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. ქვეყნების ხელისუფლებათა უმრავლესობა ჩათვლის, რომ ათეულათასობით ანონიმური, უკონტროლო და არაშემოწმებული ვირტუალური "მოქალაქეების" არსებობა სახიფათო იქნება ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და ისინი დაინტერესდებიან, თუ რეალურად ვინ დგას ინტერნეტაქაუნტების უკან. არაა გამორიცხული, რომ ელექტრონული ფოსტის, ვებ გვერდისა თუ სოციალური ქსელის შექმნისას დაწესდეს სახელმწიფო დონეზე ვერიფიკაციის მოთხოვნა, რათა თავიდან იქნას აცილებული ყალბი მომხმარებლის დარეგისტრირების საშიშროება, გაძლიერდეს ვირტუალურ სივრცეზე კონტროლი.

 

მართლაც, მომავალი, რომელიც სავსე იქნება ვირტუალური პიროვნებებით, რომლებიც ფლობენ და ავრცელებენ ინფორმაციის უდიდეს რაოდენობას, რამოდენიმე სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.


მათგან უმთავრესია - პერსონალურ ინფორმაციაზე კონტროლის დაკარგვის საშიშროება.

"ჩვენს უმრავლესობას ახლაც ჰყავს ქსელური "ორეულები", მათი საშუალებით წარმოვაჩენთ ჩვენ საკუთარ თავს სოცქსელებში, ბლოგებსა თუ სხვა აქაუნთებში, რეალურად კონფიდენციალური და პირადი ინფორმაცია დამალულია უცხო თვალისთვის. მომავალში რეალურ პიროვნებაზე უფრო მეტად იქონიებს გავლენას მისი ვირტუალური მოღვაწეობა და ინტერნეტში განხორციელებული კონტაქტები. ეს განსაზღვრავს ჩვენს შესაძლო პერსპექტივებს და ჩვენ დავკარგავთ კონტროლს იმაზე, თუ რეალურად როგორ აღგვიქვამენ ჩვენ სხვები," - გვაფრთხილებენ ექსპერტები.

 

გაიზრდება ალბათობა, რომ მოხდება არასანქცირებული შეღწევა ჩვენს პერსონალურ მონაცემებში, მათით მანიპულირება, მოპარვა, დუბლირება. შესაბამისად, ავტორთა აზრით, აყვავდება ის სფეროები, რომლებიც შემოგვთავაზებენ პერსონალური მონაცემებისა და რეპუტაციის დაცვას. ამგვარი ბიზნესი დღესაც არსებობს - კომპანიები სხვადასხვა პროგრამებითა და მეთოდებით გვთავაზობენ სწრაფად მოვიცილოთ თავიდან სახიფათო და არასასურველი კონტენტი და შევამციროთ მათი გამოჩენისაგან მიყენებული ზიანი.

 

მეტიც, "ონლაინ-პიროვნებები შეიძენენ ისეთ დიდ ფასს, რომ ჩამოყალიბდება "შავი ბაზრები" სადაც შედგება ამ აქაუნთების (როგორც რეალურ, ასევე მოგონილმონაცემებიანი აქაუნთების) ყიდვა-გაყიდვის პროცესი. მათ შეისყიდიან კომპლექსში - ინტერნეტ-პროვაიდერების ლოგ-ფაილებში გაკეთებული ჩანაწერებით, რეალური თუ ფიქტიური "ფრენდებით", ანუ ყველაფერი იმით, რითაც აქაუნთი გამოიყურება როგორც რეალური. მათი შესყიდვით ბევრი დაინტერესდება, მათ შორის დამნაშავეებიც.

 

ავტორები არ გამორიცხავენ, რომ შეიქმნება ახალი ტიპის სადაზღვევო მომსახურებაც - ინტერნეტპიროვნების დაზღვევა გაქურდვის, ცრუ ბრალდების, მონაცემების ბოროტი მიზნების გამოყენებისა და არასნქცირებული მითვისებისაგან.

 

ყოველივე ეს გარკვეულად მოგვაგონებს ფილმი "მატრიცას" სიუჟეტს, თუმცა რამდენად ახდება Google-ის ლიდერთა წინასწარმეტყველება, ცხოვრება გვიჩვენებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42