ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და გაეროში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.
გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც მოთხოვნები, ორგანიზაციაში რეფორმების გატარების შესახებ, არ იყო გათვალისწინებული.
მაიკ პომპეოს განცხადებით, საბჭო იგნორირებას უკეთებს, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მასშტაბურ დარღვევებს.ნიკი ჰეილიმ კი ორგანიზაციას ფარისევლური უწოდა.
„აშშ ოფიციალურად ტოვებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს, ვინაიდან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ გავაკეთებთ ამას, თუ პროგრესს ვერ დავინახავთ. უკვე დიდი ხანია რაც ეს საბჭო ადამიანის უფლებების დამრღვევთა დამცველი და პოლიტიკურად ანგაჟირებული გახდა. მსოფლიოში ყველაზე არაადამიანური რეჟიმები კვლავ აყალიბებენ კრიტიკულ დღის წესრიგს, საბჭო კი კვლავ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“ - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.
მასალის გამოყენების პირობები






