ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტი საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციისა და დემარკაციის მიზნით სპეციალურ კომისიას ქმნის.
საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ამ საკითხის დასმის მიზეზი წნელის მოსახლეობის მიმართვის საფუძელზე დადგა, რომლებლაც „აღშფოთება გამოთქვეს იმ ფატზე, რომ დემარკაციის შედეგად, სოფელ წნელის ტერიტორიის ნაწილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.“
ცხინვალში აცხადებენ, რომ ე.წ. საზღვრის დემარკაციის დროს არაერთი ოსური სოფლების ნაწილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე აღმოჩნდა და ახლა ისინი იძულებული არიან ტერიტორიები უკან დაიბრუნონ.
„კომიტეტის სხდომაზე ეს საკითხი განვიხილეთ ყველა დაინტერესებული მხარის მოწვევით. სხდომას ის ხალხიც ესწრებოდა, ვინს წერილით მოგვმართა. კომიტეტმა გადაწყვიტა შექმნას კომისია, რომელიც საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დემილიტაციასა და დემარკაციის საკითხს შეეხება“ - განაცხადა დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერმა რუსლან ტედეევმა.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ახალი კომისია საზღვრებზე მსჯელობისას 1931-36 წლების რუკით იხელმძღვანელებს.
„გარდა ამმისა ჩვენს გვაქვს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის დემილიტაციისა და დეამარკაციის რუკა, რომელიც 1931-1936 წლებშია შედგენილი. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა შევისწავლოთ“ - განაცხადა ტედეევმა.
მასალის გამოყენების პირობები






