ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე რუსეთთან არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხზე ისაუბრებენ
პოლიტიკა - 21:04, 19 Jun, 2018     1100
ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 44–ე რაუნდი დაიწყო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას თქმით, უკვე გაიმართა შეხვედრები მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან, რომელთაც პოზიციები გააცნეს. დონდუას თქმით ჟენევის მოლაპარაკებების დროს რუსულ მხარესთან განსახილველი ერთ-ერთი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემა იქნება.


„რუსულ მხარესთან ხვალ გვექნება საუბარი არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის შესახებ. ყველა ფარგლებს სცდება არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავება, მისი ტყვეობაში ყოფნა, წამება, სიკვდილი, ერთი თვე გვამის არ გადმოცემა და ერთი თვის შემდეგ გვამის ამ სახით გადმოცემა. წინა შეხვედრაზე რუსეთს არაფერი ჰქონდა სათქმელი და სულ ოსებისკენ იყურებოდნენ. რუსული დელეგაცია ისე იქცეოდა, რომ ამ საქმესთან არაფერი ესაქმებოდათ და თუ რამე მოხდა, მაშინ ცხინვალის ე.წ. მთავრობამ უნდა ისაუბროს. რუსეთი ვერ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა დავით დონდუამ, მისი თქმით, საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის და დამნაშავეები ისევ არ დასჯილან.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ აქ და ყველა ფორმატში, რომ ვინც დასასჯელია, დაისაჯოს, დამნაშავეები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ერთი რამ უკვე ცხადია, მომხდარზე პოლიტიკური ვალდებულება ეკისრება ძალას, რომელიც ეფექტიან კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ძალა არის რუსეთის ფედერაცია. წინა რაუნდზეც გვქონდა ამ თემაზე ცხარე საუბარი. სამწუხაროდ, დიდი პროგრესი ამ მიმართულებით არ არის. დამნაშავეები ისევ დაუსჯელები არიან და ამჯერადაც ამაზე გვექნება საუბარი.“- განაცხადა დონდუამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჟენევის ფორმატზე უკეთესი ფორმატის შექმნა შეუძლებელია, მთავარი პრობლემა არის ის, რომ რუსეთს არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ წარიმართოს შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა:

ამ ფორმატში ჩართულია ყველა საერთაშორისო აქტორი, რომელსაც რაიმე ეთქმის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ამაზე უკეთეს ფორმატს ვერ შევქმნით. პრობლემა არის ის, რომ ვერ იძლევა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს გვსურს. ამ მოლაპარაკების მონაწილე რუსეთს არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ წარიმართოს შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები.“- განაცხადა დონდუამ პირველ არხთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42