"დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაახლოებული ნატოსთან“ - ლევან იზორია
პოლიტიკა - 17:48, 19 Jun, 2018     987

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის წარმატებულ პროცესზე გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატება სამაგალითოა ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის და სამოდელო ქვეყნადაა დასახელებული. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანიასთან კონტრმობილურობის კუთხით ახალი ინიციატივა არსებობს, რაც 45 მილიონი ევროს ოდენობის მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რომელიც საერთაშორისო მისიებში შეიარაღებული ძალების მონაწილეობასა და მათი ფუნქციების განხორციელებას უკავშირდება. „დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაახლოებული ნატოსთან, დღეს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელებული პრინციპული რეფორმებით უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს, განსაკუთრებით, აშშ-სგან. საქართველოს მთვარობის პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში ჩვენ უფრო ეფექტიანად ვივლით იმ გზაზე, რასაც ჰქვია ნატოში საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით ლოგისტიკურ მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება: „წელს სამიტის ფარგლებში ნატო განსაზღვრავს ახალი - ლოგისტიკის სარდლობის ჩამოყალიბებას და სწორედ, ეს პრიორიტეტი ხაზს უსვამს ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების, ინფრასტრუქტურის, მათ შორის ჩვენი შეიარაღებული ძალების სწრაფი გადაადგილებისა და მობილურობის კომპონენტის უზრუნველყოფას სწორი ლოგისტიკის პირობებში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42