საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ იგი ეკოომბუდსმენის თანამდებობის შემოღებას შესთავაზებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს.
ბახტაძის განცხადებით, აღნიშნული თანამდებობა მთავრობას საშუალებას მისცემს, საჯარო სექტორთან ერთად, უფრო აქტიურად დაიცვას და განავითაროს საქართველოს ბუნება.
„ეს საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაიქნება. სწორედ მწვანე ეკონომიკა იქნება 21-ე საუკუნის მთავარი ტრენდი და ჩვენ, როდესაც გვაქვს ასეთი დიდი პირობა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ეკონომიკური პერსპექტივის მიუხედავადაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მომავალი თაობის წინაშე, რომ შევუნახოთ მათ ის უნიკალური ბუნება, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან მემკვიდრეობით გვერგო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






