პენიტენციურ სისტემაში ადმინისტრაციულ საქმეებზე ვიდეო სასამართლო სისტემა იგეგმება
პოლიტიკა - 15:17, 19 Jun, 2018     2098

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ვიდეო სასამართლო სისტემა ინერგება, რომელიც ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო პროცესის წარმართვას ე.წ. ვიდეო კონფერენციის საშუალებით ითვალისწინებს, ისე რომ, მსჯავრდებულის/ბრალდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გასვლა საჭირო არ იქნება.

აღნიშნული სიახლის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ამისთვის შესაბამისი აღჭურვილობით დარბაზი უკვე მოწყობილია.

როგორც მინისტრმა კომიტეტების სხდომაზე განმარტა, გაზრდილია, როგორც სასამართლოში გამსვლელ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა, ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გამსვლელ პატიმართა რაოდენობა, თუმცა არ გაზრდილა საბადრაგო სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა, რაც გარკვეულ პრობლემას ქმნის და სასჯელაღსრულების სისტემას ხშირად არჩევანის წინაშე აყენებს.

„ჩვენ მივეცით საშუალება მსჯავრდებულებს, გაასაჩივრონ დირექტორის ან რომელიმე თანამდებობის პირის გადაწყვეტილებები, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმა,თუ დასჯა, რომელიც კანონით არის დადგენილი, შესაძლებელია, გასაჩივრდეს. ამან განაპირობა სასამართლო პროცესების რაოდენობის ზრდა, მაგრამ ამავდროულად, ბადრაგირებისსამსახურის რაოდენობა არ გაზრდილა. შესაბამისად, დავდექით რთული ამოცანის წინაშე, რადგან ასევე გაიზარდა სამოქალაქო კლინიკებში ბრალდებულების და მსჯავრდებულებისგადაყვანა, რაც ასევე ბადრაგირებას მოითხოვს. უკვე ძალიან დიდია სასამართლოში გამსვლელ პატიმართა რაოდენობაც.

შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით, ჩვენ უკვე ვნერგავთ ვიდეო სასამართლო სისტემას. რამდენიმე დაწესებულება უკვე აღვჭურვეთ, რომელშიც დარბაზია გაკეთებული ციხეში. მხოლოდ ადმინისტრაციულ საქმეებზე იქნება შესაძლებელი ვიდეო კონფერენციით სასამართლო პროცესის ჩატარება“ , – განმარტა კახა კახიშვილმა.

მისი თქმით, ამით მნიშვნელოვნად დაიზოგება რესურსი და სისტემა არ დადგება არჩევანის წინაშე – პატიმარი სასამართლოზე გაიყვანოს თუ კლინიკაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42