რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს ვიოთარება რამდენჯერმე დაიძაბა.
ოპოზიციას ყველაზე მეტი კითხვა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ, თეა წულუკიანთან ჰქონდა, რომელმაც ირაკლი შოთაძე კიდევ ერთხელ დაიცვა.
„არ შემიძლია გაკვირვება არ გამოვხატო, რომ თეა წულუკიანმა ამ ჯერზე ირაკლი შოთაძეს ძალიან ცოტა მადლობა გადაუხადა“- მიმართა ელენე ხოშტარიამ წულუკიანს.
„აზრი ხომ არ შეიცვალეთ? შოთაძემ რაღაც ხომ არ დააშავა მოქალაქეებთან? - აბსოლუტურად არაადეკვატურია თქვენი აღქმა და თქვენი პასუხისმგებლობის აღქმა იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც დღესაა ქვეყანა. იმ კრიზისის ფონზე, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად გაითელა და თქვენ საუბრობთ რაღაც ტალღებზე. ხუთი წელია ადამიანის უფლებების დროშით ხართ მოსული, რეფორმების ტალღებზე ლაპარაკობთ და ცუნამმა და უსამართლობის განცდამ წაიღო ოჯახები“, - განაცხადა ხოშტარიამ.
თეა წულუკიანს არაადეკვატური გამოსვლა ჰქონდა - კითხვებზე უნდა გაგვცეთ პასუხები ქალბატონო თეა და ბოღმა არ უნდა ანთხიოთ, - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს.
“როგორი არაადეკვატურიც არის ის, რომ ჩვენ დღეს აქ ვხედავთ თეა წულუკიანს, წარმოდგენილს, როგორც იუსტიციის მინისტრობისას, ასეთივე არაადეკვატური გამოსვლა ჰქონდა ქალბატონ თეას. ჩვენ არ ველოდებოდით იმაზე საუბარს, რაზეც ისაუბრეთ. პირადად მე თქვენგან ველოდები პასუხებს, თუ როგორ მოხდა, რომ თქვენ ხელი ვერ შეუშალეთ მაგალითად ჩატაევის ციხიდან გამოსვლას და თქვენს გამო შუა ქალაქში მივიღეთ კრიზისი. თქვენ ჩააფლავეთ მთლიანად სასამართლო რეფორმა. როგორ მოხდა, რომ თქვენი მადლობები მოვისმინეთ შოთაძის მისამართით, როცა ქალაქის ცენტრში კრიზისი გქონდათ შექმნილი და ადამიანები ითხოვდნენ, რომ სამართლიანად იყოს გამოძიებული საქმეები?! ამ კითხვებზე უნდა გვესაუბროთ ჩემი აზრით და არა ისევ ბოღმა ანთხიოთ როგორც ამას აკეთებთ წლების განმავლობაში. გამოდით, ნუ ხართ ჩარჩენილი წარსულში და ნუ ცდილობთ ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონებას ამ ტრიბუნიდან, რომ რამენაირად თანამდებობა შეინარჩუნოთ. უხერხულია აქ რომ ზიხართ, როცა მთელი არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ თქვენთან საუბარი არ უნდა“, - მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






