სასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადადის
პოლიტიკა - 15:15, 19 Jun, 2018     676

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადადის. ამის შესახებ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კახა კახიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ციხეები არა უმეტეს 500 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.

,,შემუშავდა და უკვე მზადაა პატარა ციხეების მოდელზე გადასვლის პროექტი. პატარა ციხე სამართავად უფრო ეფექტურია. ერთი და იმავე პროექტით ჩვენ დავიწყებთ ხუთასკაციანი ციხის მშენებლობას“, - განაცხადა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რას შესთავაზებს სახელმწიფო პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე წლით მოხვედრილ პირს.

,,ჩვენ ძალიან მალე წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის შესაბამისად, ერთი მხრივ, ბიზნესს დავაინტერესებთ, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნან სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს, რომლებიც ჩაერთვებიან შრომით საქმიანობაში, შესაბამისი ფორმულის საფუძველზე გამოაკლდებათ საპატიმრო დღეები და შემცირებული ვადების შესაბამისადაც შეეხებათ ის ბენეფიტები, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით - პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება თუ შეწყალების ათვლა იმ ბრძანებულების შესაბამისად, რომელიც მოქმედებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური ნაბიჯი და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ საქმიანობაში“, - განაცახდა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს კახა კახიშვილს პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებუ სხდომაზე მოუსმინეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42