საქართველოს ბანკი განათლების ახალი მასშტაბური პროგრამის განხორციელებას აანონსებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ინგლისური ენის სწავლების დონის ამაღლებისკენ არის მიმართული
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:25, 19 Jun, 2018     1510
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. პროექტი გულისხმობს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის შესწავლის მხარდაჭერასა და ისეთი სამოტივაციო მოდელის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში განათლების დონის კიდევ უფრო ამაღლებას, კერძოდ ინგლისური ენის სწავლებაზე იქნება ორიენტირებული.

განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამ მიზნით იწყებს ბანკი სრულიად ახალი პროგრამის განხორციელებას, რაც საქართველოს 20-მდე რეგიონალურ კლასტერში ინგლისური ენის გავრცელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროგრამაში აქტიურად იქნებიან ჩართულები როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. ასევე, ჩატარდება ოლიმპიადები და კონკურსები ინგლისურ ენაში და გამარჯვებულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრონ საზაფხულო სკოლაში დიდ ბრიტანეთში.

საქართველოს ბანკის განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ვებ პლატფორმა, სადაც თავს მოიყრის ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის, განთავსდება საინტერესო ბლოგები. ეს იქნება საჭირო და ხელმისაწვდომი რესურსი გამოცდილების გაზიარებისა და ცოდნის გაცვლისთვის.

„ახალი საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის საქართველოს ბანკი აქტიურ კონსულტაციებს მართავს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ჩვენი მთავარი მიზანია, რეგიონში ინგლისური ენის გავრცელებას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და შევქმნათ რეგიონალური კლასტერები, რაც მიმართული იქნება რეგიონში მდგრადი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

საქართველოს ბანკი წლებია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს ბანკი ასევე გასცემს გრანტებს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42