"გამომძიებლები არიან ცოტანი, ამ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა და არა მუდმივი თავში რტყმა" - თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 14:25, 19 Jun, 2018     1053

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს თეა წულუკიანი მიმართავს. იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მთავარი პროკურორის შესარჩევ პროცესზე ისაუბრა:

„მინდა, შეგახსენოთ ამ ტრიბუნიდან ყველას, აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო სექტორს, ოპონენტებს, მხარდამჭერებს და ყველას, რომ 4 ივლისს იწურება ვადა იმ საჯარო კონსულტაციებისა, რომელიც ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატის შესარჩევად მიმდინარეობს. გთხოვთ, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოთ. ჩათვალეთ, ეს მოწოდება არის საჯარო მოწოდება, რომელიც ეხება ყველას და ყველაში ვგულისხმობ აბსოლუტურად ყველას,“- აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა მხარდაჭერა გამოუცხადა პროკურორებს:

„2015 წლის თებერვალში შეიქმნა ე.წ. სპეცდეპარტამენტი მთავარ პროკურატურაში, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ფარგლებში 434 საქმეს იხილავს, 100-ზე მეტი ყოფილი ხელისუფლების ჩინოსანი თუ მაღალჩინოსანი არის მსჯავრდებული, ხოლო პასუხისგებაში მიცემული ბევრად მეტი. მსჯავრდებულებში არიან როგორც ყოფილი მინისტრები, ყოფილი პრეზიდენტი... კრიტიკა არის ხანდახან სწორი, უადგილო, მაგრამ ადვილი. საქმის კეთება არის ძნელი. 434 მიმდინარე საქმეა, მუშაობს მხოლოდ 8 გამომძიებელი პლუს რვა პრკურორი, რომელიც ამ ზღვა საქმეს უძღვება. მე უკვე მქონდა პრემიერობის კანდიდატთან ამასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ამ სპეცდეპარტამენტს დიდი ფინანსური დახმარება სჭირდება, რომ მათ იმუშაონ უფრო სწრაფად. მიუხედავად ამ მწირი რესურსისა, დღეს სპეცდეპარტამენტს სამი წლის თავზე შემდეგი შედეგები. რაც შეეხება წინა ხელისუფლების პირობებში წართმეული ქონებების დაბრუნებას, დაბრუნებულია 45 მილიონის უძრავ-მოძრავი ქონება. 80-მდე მანქანაა დაბრუნებული, 26 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები, ერთი ღვინის ქარხანა, შოვის პანსიონატის ტერიტორია, 6 ბინა, 2 აგარაკი, რამდენიმე საოფისე ფართი, 2 თვითმფრინავი, 13 შვეულმფრენი, ერთი წიგნი, ერთი იარაღი... არის ეს ცოტა? იმ თვითნებობასთან შედარებით, რის მოწმენიც ვიყავით, ალბათ, არის ცოტა, მაგრამ გამომძიებლებიც არიან ცოტანი, ამ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა და არა მუდმივი თავში რტყმა და ფინანსური მხარდაჭერა, რომ მათ შეძლონ უფრო კარგად და სწრაფად მუშაობა,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42