"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ეკონომიკის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია" - გიორგი ჩერქეზიშვილი
პოლიტიკა - 12:31, 19 Jun, 2018     936
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოს პარლმენტში მთავარ ეკონომიკურ მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. როგორც მან პარლამეტში სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და რეგულაციების დანერგვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც ხელს შეუწყობს განსაკუთრებით ენერგეტიკის, წიაღისეულის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, სამშენებლო დარგების განვითარებას. ამასთან, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ეს გააუმჯობესებს ქვეყანაში სტანდარტებს და აამაღლებს ცხოვრების დონეს.

ამასთან, როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველოს როგორც „ენერგეტიკული გაერთიანების" წევრისთვის, ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებები იქნება: სექტორში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, ქვეყნის სტაბილური და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფა, ენერგეტიკული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის ფუნქციის გაძლიერება და კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის განვითარება.

გიორგი ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ტრანსპორტის სფეროს შემდგომი განვითარების მიზნით გაგრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ლოგისტიკური სერვისების განვითარების, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზით სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სატრანსპორტო განათლების დონის ამაღლების მიმართულებით.

„ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით გაგრძელდება მუშაობა, საქართველოს გავლით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი საინფორმაციო სივრცის ფორმირებისა და ამ სივრცეში ქართული კომპანიების ჩასართველად. მუშაობა გაგრძელდება ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით ინოვაციური ეკოსისტემის გასაძლიერებლად, კერძოდ, ფინანსების ხელმისაწვდომობის, საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების, ტექნოლოგიური ტრანსფერის, სამეცნიერო ინოვაციების, ე.წ. სტარტაპ ქომუნითის გაძლიერების მიმართულებებით", - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის თქმით, კიდევ ერთი პრიორიტეული მიმართულება ტურიზმია: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე; ტურიზმის პოლიტიკაში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება საქართველოს გადაქცევა ოთხი სეზონის ტურისტულ ქვეყნად.

„აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა და პრიორიტეტული მიმართულებები ხელს შეუწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკის ინკლუზიურობასა და დივერსიფიკაციას", - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42